- საქართველოს რკინიგზამ სადგურ სენაკის და მის მიმდებარედ არსებული ტერიტორია დაასუფთავა.
საქართველოს რკინიგზიის ინფორმაციით, დასუფთავების გეგმიურ აქციაში მგზავრთა გადაყვანის, ინფრასტრუქტურის ფილიალების და სენაკის მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
დასუფთავდა სადგურის გარე და შიდა პერიმეტრი, ბაქანი, სარკინიგზო ხაზი და მის გასწვრივ არსებული მონაკვეთები.
უწყების ცნობით, მსგავსი ტიპის დასუფთავების აქციებს, საქართველოს რკინიგზა პერნამენტულად ახორციელებს.