- დღეს, სენაკში, პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაცემულ მეომართა და რუსეთის აგრესიას შეწირულ მოქალაქეთა ხსოვნას.
საომარ მოქმედებებს სენაკში მცხოვრები 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ბრძოლის ველზე გმირულად დაეცნენ სენაკის მეორე ბატალიონის მებრძოლები: ლევან თეფანია და თემურ ბოკუჩავა;
ქალაქის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 3 მოქალაქე: მეირა ინჯგია, ჯონი და როლანდ ქარდავები.