- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის 27 საბავშვო და ბაგა-ბაღში, სასწავლო-სააღმზრდელო წელი, განახლებული ინფრასტრუქტურით და მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით დაიწყო.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, ნანა ზარანდიასთან, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან, ინგა ქარდავასთან, სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორთან ალექსანდრე ჯანჯღავასთან ერთად, მუნიციპალიტეტის საბავშვო და ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა.
მიმდინარე სააღმზრდელო წელს, 900-მდე აღსაზრდელს კეთილმოწყობილი და სტანდარტების შესაბამისი გარემო დახვდა.