- დღეიდან, ეტაპობრივად, ბუნებრივ გაზს, ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობა ახლადაშენებული მაგისტრალური გაზსადენის საშუალებით მიიღებს.
გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში, მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა, შპს ,,გაზის ტრანპორტირების კომპანიის დაფინანსებით, შპს ,,დაგის“ მიერ განხორციელდა.
მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი 2 166 388 ლარით დაფინანსდა.
მიმდინარე წელს, მაგისტრალი შპს ,,გასკო+“-ს გადაეცა.
წლების შემდეგ, პირველი გაზქურა ლეძაძამეში, მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ აანთო.
მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ლეძაძამეში იმყოფებოდნენ მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, შპს ,,გასკო+“-ს მენეჯერი, დიმიტრი პაჭკორია. ისინი ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს, რომანოზ ჯოჯუას და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.
ბოლო წლების მანძილზე სენაკის მუნიციპალიტეტში, უპრეცენდენტო ტემპით მიმდინარეობს გაზიფიცირების ქსელის როგორც სამშენებლო, ასევე გაზიფიცირებული უბნების გამრიცხველიანების სამუშაოები.
ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს