- ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის ლეკირცხალიეს და ლესაჯაიეს უბნებში საგზაო ინფრასტუქტურული გზის სამუშაოები მიმდინარეობს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ლოკაციებზე, წლების შემდეგ, პირველად მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა.
ლეკირცხალიეს უბანში, ბეტონის საფარი 2 კმ. გზაზე დაიგო. პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყო მილხიდები.
სამუშაოების ღირებულებამ 542 958 ლარი შეადგინა.
ლესაჯაიეს უბანში, ბეტონის საფარი 2 კმ-მდე გზაზე, მოეწყო.
პროექტის ღირებულებამ 395 409 ლარი შეადგინა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას მერობის პერიოდში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით:
2022 წელს – 20 კმ. ახალი გზა დაიგო;
2023 წელს – 47 კმ. ახალი გზა;
2024 წელს დაგეგმილია 50 კმ. გზის მშენებლობა.