- სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავმა ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, სამი კი, დაშავდა.