- საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სპექტაკლის – „ჩიპოლინოს თავგადასავალი“ პრემიერა გაიმართა.
პრემიერას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ინგა ქარდავა, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.