- სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დღეს, 21:00 საათიდან, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის მიმდებარედ, საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის დიდ ეკრანზე ჩვენება მოეწყობა.
“შემოგვიერთდით, ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს. ერთად ვუქომაგოთ მნიშვნელოვან მატჩს”-აღნიშნულია სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.