- სენაკის მუნიციპალიტეტის ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთულში, მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყო – ზემო ფოცხო-ალერტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 4 347 გრძ.მ-ზე, დაიგება ბეტონის საფარი, მოეწყობა ხიდ-ბოგირები და სანიაღვრე სისტემა.
ზემო ფოცხო-ალერტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, ღირებულებით – 2 236 994 ლარი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.