- სენაკის მუნიციპალიტეტის ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კვაუთში, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულებულია.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, პირველად, სოფელ კვაუთში, 2 602 კმ. გზაზე, დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი; მოეწყო სახიდე გადასასვლელები, ხიდ-ბოგირი, მილხიდები, ახალი სანიაღვრე სისტემა.
პროექტი, ღირებულებით – 1 288 949 ლარი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა.