- ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა განიხილავენ მემორანდუმს, რომლის თანახმადაც იგეგმება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნის უკვდავყოფისა და მათ შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით ურთიერთთანამშრომლობა.
კერძოდ: ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული ბაზაში, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ბიოგრაფიული ლექსიკონი შეიქმნება, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა იმ მებრძოლის ბიოგრაფიული ცნობები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს ერთიანობას შესწირეს