სენაკში “ახალგაზრდული დღეები” გაიმართება

  • 30 აგვისტოს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ახალგაზრდობის კვირეულის ფარგლებში, 18:00 საათიდან, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მოეწყობა სხვადასხვა სივრცეები.

ადგილზე წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა მეწარმეების გამოფენა.

სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით – თანასწორობის სივრცე, სადაც თავს მოიყრიან შშმ პირები, ახალგაზრდები და ფასილიტატორებთან ერთად, ადგილზე დაამზადებენ სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებს.

ნაყინის კუთხე – დღის განმავლობაში, საჩუქრად მიიღებთ ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის მქონე სენაკის ნაყინს.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით მოეწყობა ინოვაციური საგანმანათლებლო სივრცე – გამოიფინება 3D პრინტერი, VR რობოტები; ჩატარდება ვორქშოფი თემაზე – ,,ახალგაზრდობის როლი ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში’’, ასევე, გათამაშება, რომლის დასრულების შემდეგ, გამარჯვებულ ახალგაზრდებს გადაეცემათ ამ დღისთვის შექმნილი სიმბოლური საჩუქრები;

მერის მრჩეველთა სათათბირო ორგანოს – ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივით – საგანმანათლებლო-შემეცნებითი და გასართობი აქტივობები,

სახალისო თამაშები: ,,დროის კაფსულა’’, ,,სათათბიროს განძის ძიება”;

20:00 საათიდან- გალა კონცერტი – ოთო ნემსაძის და ჯგუფის “limbo” მონაწილეობით.

ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს