სენაკში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა

  • საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული პროექტის – “მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის” ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორაციით, შეხვედრებზე, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა პრიორიტეტული საკითხები წარმოადგინეს.

კენჭისყრის შედეგად, მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების პროგრამის ფარგლებში – ქალაქად – დავით აღმაშენებლის, აკაკი ელიავას, შოთა რუსთაველის ქუჩებზე, ხორავასა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე – შუქნიშნები მოეწყობა;

ფიროსმანის, რიონის ქუჩების ბოლო მონაკვეთსა და სიმონ ჯანაშიას მესამე ჩიხის ბოლო დასახლებულ მონაკვეთში – გზების მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები განხორციელდება.

ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში – საბავშვო ატრაქციონი მოეწყობა;

14 ადმინისტრაციულ ერთეულში – 14 ინფრასტრუქტურული პროექტი – შიდა სასოფლო გზების მოხრეშვა-მოშანდაკების სამუშაოები ჩატარდება.

საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული პროექტის – ,,მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის” ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 22 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება, რომელთა საერთო ღირებულება 349 665 ლარს შეადგენს.

ფოტო: სენაკის მუნიციპალიტეტის მერია