არქიტექტურული, რელიგიური დანიშნულების ობიექტებისა და ბუნების ძეგლებამდე მისასვლელი მარშრუტები საინფორმაციო მიმართულების მანიშნებელი დაფებით აღიჭურვა

  • ტურისტული ხელმისაწვდომობის კუთხით, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული არქეოლოგიური, არქიტექტურული, რელიგიური დანიშნულების ობიექტებისა და ბუნების ძეგლებამდე მისასვლელი მარშრუტები საინფორმაციო მიმართულების მანიშნებელი დაფებით აღიჭურვა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებითა და სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ასოციაციასთან თანამშრომლობით განხორციელდა.

საინფორმაციო მიმართულების მანიშნებელი დაფები მოეწყო საქართველოს ტექნიკური რეგლამენტის – „საფეხმავლო ბილიკების გეგმარებისა და მონიშვნის შესახებ“ სტანდარტის მიხედვით.

ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტის ღირებულებამ 34 546 ლარი შეადგინა.