კულტურისა და სპორტის მინისტრად თინათინ რუხაძე დაინიშნა

  • საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრად თინათინ რუხაძე დაინიშნა. ახალი მინისტრი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე წარადგინა.

“მინდა, მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ძალიან ღირებული საქმიანობისთვის. მისი მინისტრობის დროს არაერთი ცვლილება, მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა როგორც კულტურის, ასევე სპორტის სფეროში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, არჩევნების შემდეგ განხორციელდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყოფა. კულტურის მინისტრად თინათინ რუხაძე, ხოლო სპორტის მინისტრად შალვა გოგოლაძე დაინიშნება.