გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა გრძელდება

  • გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების 2024-2025 სასწავლო წლის სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განცხადებების ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო 14 ნოემბერს და დასრულდება 27 დეკემბერს ელექტრონულ პორტალზე: http://socreg.mes.gov.ge.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, 2024-2025 სასწავლო წლის სწავლის საფასურით დაფინანსებისთვის ელექტრონულპორტალზე რეგისტრაცია უნდა გაიაროს და განცხადება წარადგინოს როგორც იმ სტუდენტებმა, რომლებიც პირველად ერთვებიან აღნიშნულ პროგრამაში, ასევე სტუდენტებმა რომლებიც წინა წლებშიც ფინანსდებოდნენ ამ პროგრამის ფარგლებში ან სარგებლობენ სახელმწიფო დაფინანასებით (სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტით, მათ შორის სოციალური პროგრამის ფარგლებში) და სწავლობენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის სიხლოვეს არსებულ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ელექტრონული რეგისტრაციისა და განცხადების შევსების ინსტრუქცია იხილეთ აქ.