სენაკის მუნიციპალიტეტში, სამი სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

  • სენაკის მუნიციპალიტეტში, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, დასრულდა სამი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშოები, საერთო ღირებულებით – 7 370 477 ლარი.
  • სსიპ ჟიული შარტავას სახელობის მე-2 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის პროექტი, ღირებულებით – 2 794 373 ლარი;
  • სსიპ ხორშის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშოები, ღირებულებით – 2 249 179 ლარი;
  • უშაფათის საჯარო სკოლის სრულად კეთილმოწყობის პროექტი, ღირებულებით — 2 326 925 ლარი.

უწყების ცნობით, პროექტების ფარგლებში, სკოლები აღიჭურვა ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით.

შენობები სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის.

შენობებს, განახლებულ სასწავლო სივრცეებთან ერთად, აქვთ ექიმის კაბინეტი, სააქტო და სპორტული დარბაზები, სასადილო, კომპიუტერული ოთახები და საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტები.