- “სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025-ის” ფარგლებში, პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად, სენაკის მუნიციპალიტეტის ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულში – ძველ სენაკში, ნოქალაქევში, ლეძაძამეში, ფოცხოსა და უშაფათში, მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადმინისტრაციული ერთეულების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ, შერჩეულ იქნა შემდეგი პროექტები:
ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზემო სორტაში – მგზავრთა 2 მოსაცდელის მოწყობა;
სოფელ ძველ სენაკში – გარე განათების ქსელის მოწყობა.
ნოქალაქევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გახომელაში – სკვერის მოწყობა.
ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ლეძაძამეში – ბიბლიოთეკის შენობის და ეზოს ღობის რეაბილიტაცია;
სოფელ ლესაჯაიეში – ეკლესიასთან მისასვლელ გზაზე – გარე განათების ქსელის მოწყობა; სანიაღვრე არხისა და მილხიდის მოწყობა;
სოფელ კვაუთში – ეკლესიასთან მისასვლელ გზაზე – გარე განათების ქსელის მოწყობა;
სოფელ ჯოლევში – ფანჩატურის მოწყობა;
სოფელ ზემო ბეთლემში – გარე განათების ქსელის მოწყობა.
ფოცხოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მეორე მოხაშში – გზის რეაბილიტაცია;
სოფელ ფოცხოში – ფანჩატურის მოწყობა.
უშაფათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ლეკოკაიეში – არსებულ ხიდბოგირზე – პორტალური კედლის მოწყობა; გარე განათების ქსელის მოწყობა;
სოფელ ლეგოგინეში – გარე განათების ქსელების მოწყობა;
სოფელ ლეგოგინეს ლემალანიეს უბანში – გარე განათების ქსელების მოწყობა;
სოფელ უშაფათში – გარე განათების ქსელის მოწყობა.
უწყების ცნობით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია, სოფლის ტიპის დასახლებების ინფრასტრუქტურის განვითარება, მოსახლეობის ჩართულობის გაძლიერება და მათ მიერ შერჩეული პრიორიტეტების შესაბამისად, ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების გადაწყვეტა.
17 თებერვალს, პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი მაცხოვრებლები პრიორიტეტებს თეკლათის, მენჯის, ხორშის, ეკისა და ზანის ადმინისტრაციულ ერთეულებში შეარჩევენ.