საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 3, 6, 8, 9 და 10 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა. დადგენილება უკვე გამოქვეყნდა საკანონმდებლო მაცნეზე. დადგენილებას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს, 24 დეკემბერს მოაწერა. დოკუმენტის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/ მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა...
Blog
მოსახლეობის აღწერა 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში საველე სამუშაოების დასრულების ვადა წლის ბოლომდე გადაიწია. როგორც საქსტატში განმარტავენ, მონაცემების შეგროვება ორივე მეთოდით – როგორც კარდაკარის, ისე თვითრეგისტრაციის მეთოდით, 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. “საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა წელს პირველად თვითრეგისტრაციის მეთოდით დაიწყო. რეგისტრაციის ეს ახალი ფორმა აღწერის...
სასამართლომ კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული სენაკელი ბექა ჯაინი პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ბექა ჯაინი პატიმრობაში დატოვა. სხდომას ესწრებოდა მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი. როგორც მან სხდომაზე განაცხადა, წარდგენილ ბრალდებაში ის თავს დამნაშავედ ნაწილობრივ ცნობს, კერძოდ კი მხოლოდ მკვლელობის ნაწილში, ხოლო იმ ნაწილში, რომ ის კესარია აბრამიძეს გენდერის თვალსაზრისით „სისტემატურადურად სცემდა“, ბრალდებას არ იზიარებს და...
“ახალი წლის დღეები” სენაკში
"ახალი წლის დღეების” ფარგლებში, ამ წუთებში, სენაკში ღონისძიება მიმდინარეობს. ცენტრალურ მოედანზე მოწყობილია სხვადასხვა დეკორაციები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 18 საათიდან საღამო კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება. სენაკში დღეს ელენე ფოჩხუას, სოფო ბედიას, ბორის ბედიას, თემურ თათარაშვილის, გიორგი კელაპტრიშვილის, ტატო გოდერძიშვოლის,...
22 დეკემბერს, სენაკში, საახალწლო ღონისძიებები გაიმართება
22 დეკემბერს სენაკში ცენტრალურ მოედანზე 14:00 საათიდან საახალწლო ღონისძიებები დაიწყება. "ახალი წლის დღეები იწყება. შევუქმნათ პატარებს საზეიმო განწყობა, ერთად ავანთოთ ნაძვის ხე და ერთად ვიზეიმოთ დამდეგი ახალი წელი!"-აღნიშნულია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში პრიორიტეტი იქნება წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონოდ მოპოვების ფაქტების აღმოფხვრა. დეპარტამენტის თანამშრომლები გაძლიერებულ მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით, 24-საათის განმავლობაში განახორციელებენ. „განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმ რეგიონებზე, სადაც წიწვოვანი...
კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, სენაკში დასავლეთ საქართველოს ღია პირველობა ჩატარდა
საქართველოს კუდოს ფედერაციის ორგანიზებით, სენაკში დასავლეთ საქართველოს ღია პირველობა ჩატარდა. საქართველოს კუდოს ფედერაციის ინფორმაციით, შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის, წალენჯიხის (2 გუნდი), მარტვილის (2 გუნდი), ზუგდიდის (2 გუნდი), ტყიბულისა და სენაკის კუდოს კლუბების იმ სპორტსმენებმა, რომლებმაც კუდოზე ვარჯიში რამდენიმე თვის წინ დაიწყეს. შეჯიბრი სხვადასხვა ასაკსა და კატეგორიაში გაიმართა. გამარჯვებულებსა და პრიზიორებს...
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრძელდება. იმუნიზაცია ყველა მოქალაქისთვის უფასოა და Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხკომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. უწყების ცნობით, ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით 130 000 მოქალაქე უკვე აიცრა. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში ექვსი თვის...
მეორე ნოსირში საფეხმავლო ბილიკები და სანიაღვრე სისტემები ეწყობა
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მეორე ნოსირში, ჭუბაბრიების და მილორავების უბნებში, 1 371 გრძივ მეტრზე, ღირებულებით - 549 080 ლარი, დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა, საფეხმავლო ბილიკები და სანიაღვრე სისტემები ეწყობა. პროექტი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით, ხორციელდება.
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულად დავით ვერავა დაინიშნა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულად დავით ვერავა დაინიშნა. დავით ვერავა სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოზიციას იკავებდა. სხვადასხვა დროს ის იყო საქართველოს ეროვნული ბანკის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფილიალის მმართველი, ასევე ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი.