სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის სამხატვრო სკოლაში, მხატვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა სასწავლო აქტივობა თემაზე - "პალიტრა ხილით“. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება, იტალიელი მხატვრის, ჯუზეპე არჩიმბოლდის შემოქმედებას მიეძღვნა. აქტივობის ფარგლებში, გამოიფინა სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
Blog
12-14 დეკემბერს მოსალოდნელი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-14 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. 14 დეკემბერს დაბლობსა და ბარშიც ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. “მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება,...
კვაუთში, დაიწყო ინფრასტრუქტურული სამუშაოები
სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კვაუთში, დაიწყო მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები - მდინარე ტეხურზე, ახალი ხიდის მშენებლობის პროექტი, ღირებულებით - 1 654 963 ლარი. სამუშაოების მიმდინარეობას, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, ადგილზე გაეცნენ. პარალელურად, ხიდის მშენებლობის მასშტაბური სამუშაოები ასევე მიმდინარეობს...
სეს – სურსათის 4 ნიმუშში აკრძალული საღებავები აღმოჩნდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა, ნოემბერში, სურსათში აკრძალული სუდანის ჯგუფის საღებავის გამოვლენის მიზნით, 57 სხვადასხვა კატეგორიის სურსათის ნიმუში აიღეს. ნიმუშები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაიგზავნა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სურსათის 4 ნიმუშში აღმოჩნდა აკრძალული აზო-საღებავები: დახლზე მოვაჭრე ი/მ ლიანა ქობალია; სურსათი- აჯიკა; დამზადების თარიღი: 01/10/2024 წელი; ვარგისიანობის...
სენაკში 9 ლოკაციაზე მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ამ ეტაპზე, 9 ლოკაციაზე მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლის ფარგლებში, სრულად ეწყობა დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა, საფეხმავლო ბილიკები, სანიაღვრე სისტემები. სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან ერთად, გეჯეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს...
პრეზიდენტმა 10 მსჯავრდებული პირი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა 10 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, მათგან 3 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის 1 ქალი მსჯავრდებულია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ მსჯავრდებულს. შეწყალების აქტი შეეხო ასევე 3 პირობით მსჯავრდებულს, რომლებიც სრულად...
სენაკში კაცმა ცოლი მოკლა
სენაკში მკვლელობა მოხდა. მედიის ინფორმაციით, შუახნის კაცმა ცოლს ცივი იარაღით ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში მიაყენა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა. ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
6 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. “დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +15, +17 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +17 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ...
29 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება. დღისით დასავლეთ საქართველოში შედარებით დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი. “თბილისში 2 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 2 დეკემბერს შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი):...
“ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა
„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. ამის შესახებ უმრავლესობისა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. საპრეზიდენტო კანდიდატი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება.