აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე, რიკოთის ისტორიული გვირაბის პარალელურად, ახალი 1800 მ-იანი გვირაბის მშენებლობა დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალი 1800 მ-იანი გვირაბი რიკოთის საუღელტეხილო გზაზე არსებულ და მშენებარე გვირაბებს შორის ყველაზე გრძელია. “დღეიდან ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ახალი გვირაბით, ძველ გვირაბში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება....
სენაკში, სამშობიარო სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს პარლამენტის წევრი, ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ხახუბია, სენაკის მუნიპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სენაკის სამშობიარო სახლში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ, სამშობიარო სახლის დირექტორს, კესო ვახანიას და კლინიკის ექიმებს შეხვდნენ. სენაკის მუნიციპალიტტის მერიის ინფორმაციით, სენაკის სამშობიარო სახლმა ფუნქციონირება 2017 წელს შეწყვიტა და მხოლოდ ლაბორატორიულ...
სენაკში ავარიას ქალი ემსხვერპლა, დაშავდა ოთხი პირი
სენაკში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა, ოთხი პირი კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 24 აგვისტოს გაიხსნება
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2024 წლის 24 აგვისტოს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. “საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპყრობის წესების, ვადებისა და მოპოვებისთვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების შესაბამისად, ნადირობის სეზონს 2024...
სენაკში აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
დღეს, სენაკში, პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრებისა და რუსეთის აგრესიას შეწირული მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას. ხსოვნის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, მერის პირველმა მოადგილემ, ბადრი ქუთელიამ, მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ნაჭყებიამ, საქართველოს...
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა
აგვისტოს 5-დღიანი ომიდან 16 წელი გავიდა. ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.
აბიტურიენტთა საპრეტენზიო განაცხადების მიღება 7 აგვისტოდან დაიწყება
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. საპრეტენზიო განაცხადების მიღება ხვალიდან, 7 აგვისტოდან დაიწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განაცხადით მომართონ 7 აგვისტოს 10:00 საათიდან 9 აგვისტოს 18:00 საათამდე. უწყების ცნობით, განაცხადების შევსება შესაძლებელი იქნება ელექტრონულად სპეციალური ბმულის...
5-8 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5-8 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. “თბილისში 5-6 აგვისტოს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 7 აგვისტოს დღისით შესაძლებელია დაფიქსირდეს ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, 7-8 აგვისტოს ქალაქის გარეუბნებში დროგამოშვებით შესაძლებელია ქარის 18-20 მ/წმ-მდე გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა +32 +34 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო...
სენაკელ კალათბურთელთა გუნდი ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირის ფინალში იასპარეზებს
სენაკის სპორტის ისტორიაში პირველად, მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების თექვსმეტწლამდელ კალათბურთელთა გუნდი ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირის ფინალში იასპარეზებს. კალათბურთელებმა, 30 ივლისიდან, ბულგარეთის ქალაქ ბურგასში გამართული ყველა სატურნირო შეხვედრა გამარჯვებით დაასრულეს. ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს
პროკურატურამ სენაკში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ სენაკში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ანგარიშსწორების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, 6 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ბრალდებულებმა ორგანიზება გაუწიეს ჯგუფურ თავდასხმას და ანგარიშსწორების მიზნით 19 მაისს, სენაკში დანებით შეიარაღებულები მივიდნენ ძმების, თ.გ.-ს...