მთავრობის გადაწყვეტილებით, ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო ტყითსარგებლობაზე დაწესებული სანქციები მკაცრდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, შესაბამისი კანონპროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. ცვლილებები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით პასუხისმგებლობის გამკაცრებას გულისხმობს, სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის და პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.
სეს-ბოსტნეულის 11 და ნესვის 2 ნიმუშში ნიტრატების გადაჭარბებული შემცველობა გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ და იმპორტულ ხილში, ბოსტნეულში, საზამთროსა და ნესვში ქიმიურ დამაბინძურებლებს – ტყვიას, კადმიუმს, სპილენძს, თუთიას, ნიტრატს, რადიონუკლიდებსა და პესტიციდების ნარჩენებს იკვლევს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, საცალო და საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებიდან 150-ზე მეტი ნიმუში აიღეს და შესამოწმებლად აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნეს. “კვლევის შედეგად, პესტიციდების...
31 ივლისს დასავლეთ საქართველოში, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისს დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ და ჩრდილოეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. აჭარის, გურიის, იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში - ძალიან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. "მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში...
რეგიონული თეატრების მეათე საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა
რეგიონული თეატრების მეათე საერთაშორისო ფესტივალის სენაკური დღეები, აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასის სპექტაკლით - "ჩიპოლინოს თავგადასავალი'', დასრულდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალმა, სენაკში, ორი დღის მანძილზე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის, გორის გიორგი ერისთავის სახელობის, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრების, დამოუკიდებელი თეატრალური კომპანია ,,გიენოსის" დასებს...
სენაკში რეგიონული თეატრების მეათე საერთაშორისო ფესტივალი იწყება
26 ივლისიდან, რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს, სენაკის მუნიციპალიტეტისა და ფოთის მერიების მხარდაჭერით იმართება, სტარტს, უკვე მეათედ, სენაკში აიღებს. რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი "დღეს". იხილეთ ფესტივალის სენაკური დღეების პროგრამა: 26 ივლისი - 19:00 საათი - ფესტივალი საზეიმოდ აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ...
კვაუთში, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა
სენაკის მუნიციპალიტეტის ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კვაუთში, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულებულია. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, პირველად, სოფელ კვაუთში, 2 602 კმ. გზაზე, დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი; მოეწყო სახიდე გადასასვლელები, ხიდ-ბოგირი, მილხიდები, ახალი სანიაღვრე სისტემა. პროექტი, ღირებულებით - 1 288 949 ლარი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა.
სენაკის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება
დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან არსებული საკონსულტაციო ორგანოს - სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე განხილულ იქნა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისთვის დამატებით დასაფინანსებლად წარსადგენი პროექტები. სხდომაზე დამტკიცებული პროექტებიდან, სენაკის მუნიციპალიტეტში განხორციელდება: გოლასკური-ზემო ჭალადიდის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია; ქ. სენაკში, სიმონ ჯანაშიას ქუჩაზე არსებული სასაფლაოს შიდა გზის რეაბილიტაცია; მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საწულეისკიროს...
ზემო ფოცხო-ალერტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა მიმდინარეობს
სენაკის მუნიციპალიტეტის ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთულში, მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს - ზემო ფოცხო-ალერტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 4 347 კმ-ზე დაიგო ბეტონის საფარი, მოეწყობა ხიდ-ბოგირები და სანიაღვრე სისტემა. ზემო ფოცხო-ალერტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, ღირებულებით - 2 236 994 ლარი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს...
სენაკის სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონიალი გაიმართა
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მეორე ქვეითი ბრიგადის 32 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სენაკის სამხედრო ბაზის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. პირად შემადგენლობას ბრიგადის იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. ირაკლი ჩიქოვანმა განსაკუთრებით აღნიშნა მეორე ქვეითი ბრიგადის როლი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და...
სენაკში “ხელოვნების საზაფხულო სკოლა“ მიმდინარეობს
სენაკის მუნიციპალიტეტში, მერიის მხარდაჭერითა და მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, პროექტი "ხელოვნების საზაფხულო სკოლა“ მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი და ხელოვნების ცენტრის დირექტორი, ვეფხვია ვეფხვაძე, მოზარდებთან ერთად, საგანმანათლებლო-შემეცნებით აქტივობებში ჩაერთვნენ. მუსიკა, საგუნდო ხელოვნება, მხატვრობა, საგანმანათლებლო, შემეცნებითი...