ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, პირველ ივნისს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საზეიმო და გასართობი ღონისძიებები გაიმართება: 13:00 საათი - ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის საკონცერტო დარბაზში, გაიმართება კონცერტი: ,,ბავშვები - ბავშვებისთვის"; 17:00 საათიდან 19:00 საათამდე - მოსწავლე- ახალგაზრდობის სკვერში, მერის მრჩეველთა სათათბირო ახალგაზრდული საბჭო მოაწყობს შემეცნებით სივრცეებს,...
შეხვედრა გაიმართა სენაკელ სპორტსმენთან გიორგი ჩხიკვაძესთან და მის მწვრთნელებთან
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ტიტულოვან სენაკელ სპორტსმენს, გიორგი ჩხიკვაძეს და მწვრთნელებს: ამირან დავითაიას და ვალერი მურღულიას შეხვდნენ. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერმა, სენაკელ ფალავანს, ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვება მიულოცა. 22 მაისს, ბაქოში გამართულ 23...
ზემო ჭალადიდში, რიონზე გადასასვლელი ამორტიზირებული ბორანი ახლით შეიცვალა
ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე რიონზე გადასასვლელი ამორტიზირებული ბორანი ახლით შეიცვალა. ბორანი ერთადერთი სატრანსპორტო საშუალებაა, რომლითაც სოფელი ჭალადიდი სირიაჩქონს უკავშირდება. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, მასშტაბური პროექტები განხორციელდა: ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, ბორნისკენ მისასვლელ, სამ კილომეტრამდე გზის მონაკვეთზე, დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი, მოეწყო გარე განათების თანამედროვე სისტემა, ტურისტული სივრცის...
სენაკში საფეხბურთო ფესტივალი გაიმართა
სენაკის მუნიციპალიტეტსა და შპს „დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლას“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 25 და 26 მაისს, სენაკის ცენტრალურ სტადიონზე, საფეხბურთო ფესტივალი გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმციით, ფესტივალში მონაწილეობა მიიღო 2012-2014 და 2015-2017 წლებში დაბადებულმა 150-მდე ნორჩ ფეხბურთელმა - სენაკის, ჩხოროწყუს, ჩოხატაურის, ლანჩხუთის და მესტიის მუნიციპალიტეტებიდან. ფესტივალის მხარდამჭერებია ონლაინ მაღაზია...
საჟვანიო-ისულას დამავშირებელ გზაზე, ასფალტირების სამუშაოები დაიწყო
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში, საჟვანიო-ისულას დამავშირებელ გზაზე, დაიწყო ასფალტირების სამუშაოები. უწყების ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 689 გრძ.მ-ზე, დაიგება 2 ფენა ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარები და სანიაღვრე სისტემა. პროექტი, რომლის ღირებულება 417 666 ლარს შეადგენს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის მიმდინარეობას, სენაკის მუნიციპალიტეტის...
26 მაისი სენაკში
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სენაკში, კულტურული, სპორტული, საბავშვო და გასართობ-შემეცნებითი, საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის მიერ ორგანიზებული საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 106 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, განახლებულ ცენტრალურ მოედანზე, სამხედრო ტექნიკის გამოფენით დაიწყო. მოსწავლე-ახალგაზრდობის სკვერში, მოეწყო გასტრონომიული სივრცე, ფოტო ზონები,...
სენაკში, ქალაქის გარკვეულ ქუჩებზე, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 106 წლისთავისადმი მიძღვნილი კომპლექსური ღონისძიებების პერიოდში, დილის 09:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე, ქალაქის გარკვეულ ქუჩებზე - რუსთაველისა და წმინდა ნინოს ქუჩების კვეთაზე, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. იხილეთ 26 მაისის პროგრამა: ქალაქ სენაკში, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 106 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, განახლებულ ცენტრალურ მოედანზე, სამხედრო...
26 მაისის ღონისძიებების პროგრამა სენაკში
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 26 მაისის აღსანიშნავად, სენაკში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება. იხილეთ 26 მაისის პროგრამა: 12:00-14:00 გამოფენები, სახეზე ხატვა, ასფალტზე ხატვა, ფოტო ზონები, გასტრონომიული სივრცეები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა - მოსწავლე-ახალგაზრდობის სკვერი; 12:00-16:00 ,,საქართველოს კუთხეები“ - გამოფენები საჯარო სკოლების მონაწილეობით; ,,ყვავილების ფესტივალი“...
სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ სენაკში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 მაისს, სენაკში, რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა დაზარალებულს გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ასევე ფიზიკური დაპირისპირების დროს ცივი იარაღით დაზიანებები 5 პირმა მიიღო. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების...
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს დაიწყო
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს დაიწყო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია დღეს, 09:00 საათზე დაიწყო და 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. „რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე – registration.emis.ge. ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 14 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით...