თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მიწის მასის ჩამოშლის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარეობს გზის გაწმენდა. “ძლიერი წვიმის შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 152-ე კმ-ზე ჩამოვიდა მიწის მასა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზის წმენდა ინეტნსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა უმოკლეს...
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემა დაიწყო
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემა დაიწყო. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართული პაციენტები შვეიცარიული კომპანიის მიერ წარმოებული მედიკამენტების საჭირო რაოდენობას უფასოდ იღებენ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 დასახელების ძვირად ღირებული ონკოლოგიური მედიკამენტები სახელმწიფომ მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიისგან პირდაპირი შესყიდვის გზით, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძინა. შედეგად, ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტებს მაღალი...
სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს
სახალხო დამცველმა საქართველოს ეროვნულ ბანკს წინადადებით მიმართა და შესაბამისი დადგენილების შემუშავება მოითხოვა, რომლითაც „ლიბერთი ბანკი“ პენსიონერების ფულადი ვალდებულების რეფინანსირებას მოახდენს და სესხის გადავადებამდე არსებულ პირობებზე და გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნება შესაძლებელი იქნება. ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. “საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი საგანგებო მდგომარეობისას სს...
სენაკში ავტოავარიას მამაკაცი ემსხვერპლა
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაში, მამაკაცს საკუთარ სახლთან მიკროავტობუსი დაეჯახა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია. შემთხვევა შობას მოხდა.
სენაკში, ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა
მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სენაკში, ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა. სასულიერო პირების და ,,ალილოს" მრევლის მსვლელობა, საწინამძღვრო ჯვრების, შობის ხატისა და დროშების თანხლებით, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან დაიწყო და სენაკის ცენტრალური ქუჩების გავლით, მუნიციპალიტეტის მერიის შენობის მიმდებარედ დასრულდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ალილოს მონაწილეებს, მზრუნველობამოკლებული მოხუცების, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის...
პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საშობაო ეპისტოლე: „საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ: „იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“(უძველესი იადგარი) მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან დღემდე...
სენაკისა და მიმდებარე სოფლების წყალმომარაგებისთვის საჭირო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის დაგეგმილი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. უწყების ცნობით, ამჯერად, ტენდერი ქალაქ სენაკში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებზე გამოცხადდა. წინადადებების მიღება 31 იანვარს დაიწყება და 5 თებერვალს დასრულდება. პროექტის სავარაუდო...
ძალაში შევიდა კანონი, რომელიც სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვის ვალდებულებას ითვალისწინებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული და პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიზანს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს, 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. შსს ინფორმაციით, ცვლილებების თანახმად, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით. “ამასთან, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს...
რეკა-ბათარია გზაზე, მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით, მენჯის და თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელ (რეკა-ბათარია) გზაზე, წლების შემდეგ, პირველად მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა. უწყების ცნობით, პროექტის ღირებულებამ 541 652 ლარი შეადგინა. "შესრულებულ სამუშაოებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან და ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ედიკა ბერაიასთან...
მერიამ შეიძინა JCB-ის მარკის მრავალფუნქციური ტრაქტორი
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ JCB-ის მარკის მრავალფუნქციური ტრაქტორი შეიძინა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ექსკავატორ-დამტვირთველი, ღირებულებით - 259 246 ლარი, სარგებლობაში სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრს გადაეცა. "მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონები" ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ”, სენაკის...