საპენსიო სესხების რეკლამირება იკრძალება

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე იკრძალება. ამასთან, აღნიშნული ცვლილება გავრცელდება იმ პენსიონრებზე, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ პენსიით ან/და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემლით განისაზღვრება. სებ-ის ახალი გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკები ვერ შეძლებენ პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირებას, რომლის შინაარსიც საპენსიო ან სხვა ტიპის სოციალური გასაცემლის საფუძველზე მომხმარებელს...

სენაკმა ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია “მოდი, ნახეს“ უმასპინძლა

სენაკმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია "მოდი, ნახეს“ ახალგაზრდულ დასს უმასპინძლა. მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზის სცენაზე სპექტაკლის - ნოდარ დუმბაძის ,,მე ვხედავ მზეს“ პრემიერა გაიმართა. სპექტაკლის რეჟისორია, ჩვენი თანაქალაქელი, ახალგაზრდა წარმატებული ხელოვანი, გიორგი ჭანტურია; დამდგმელი რეჟისორი და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - ნუგზარ ბუცხრიკიძე. ახალგაზრდა ნიჭიერმა მსახიობებმა, ქართველი მაყურებლისთვის...

ლეკირცხალიეს უბანში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში, ლეკირცხალიეს უბანში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ. სენაკის მუნციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასფალტო-ბეტონის საფარისა და მილხიდების 2 044 გრძივ მეტრზე მოწყობის პროექტის ღირებულებამ, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება, 544 958 ლარი შეადგინა. პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა...

სენაკში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, ნოემბრის თვეში, იმერეთსა და სამეგრელოში 9 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 3 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო დალუქულია ხონის მუნიციპალიტეტში. „მოქალაქეებს 2 ლენტური და 1 ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში და მდინარე ცხენისწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე...

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ254-კმ259 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება 2023 წლის 3 დეკემბრის 09:00 სთ-დან, 5 დეკემბრის 21:00 სთ-მდე. “დროის აღნიშნულ პერიოდში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიას საავტომობილო გზის კმ43 (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი) გავლით.”-აღნიშნულია...

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა 10 პროცენტი დეკლარაციებს ხარვეზებით ავსებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა 2022-2023 წელს შევსებული დეკლარაციების ნაწილი ხარვეზიანი აღმოჩნდა. ამის შეასხებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს. „შემცირებულია იმ თანამდებობის პირთა რაოდენობა, რომლებიც ხარვეზებით ავსებენ დეკლარაციას; წლევანდელ დეკლარაციებში 23-მა თანამდებობის პირმა გამოასწორა 2022 წელს ჩვენს მიერ გამოვლენილი ხარვეზები; 250-ზე მეტი თანამდებობის პირიდან დეკლარაცია ხარვეზებით შეავსო...

“მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმები, მერების შეთანხმების ახალი ხელმომწერი მუნიციპალიტეტისთვის”

პროექტის - "მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის სამოქმედო გეგმები, მერების შეთანხმების ახალი ხელმომწერი მუნიციპალიტეტისთვის" ფარგლებში, სასტუმრო ,,ვერსალის“ საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ გადელიასთან ერთად, მიიღეს: ადგილობრივი თვითმმართველობის, ასპინძის, დმანისის, მარტვილის, ონის, თბილისის, შუახევის, ცაგერის მუნიციპალიტეტების, ასევე სენაკის მუნიციპალიტეტის ეკო-კლუბის წარმომადგენლებმა და გარემოსდაცვითი ეკოლოგიური ასოციაცია ,,დეას“...

“გაიღე სისხლი, აჩუქე ბავშვებს სიცოცხლე”

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სისხლის ბანკის ინიციატივითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მერიის საკონფერენციო დარბაზში, სისხლის უანგარო დონაციის აქცია - "გაიღე სისხლი, აჩუქე ბავშვებს სიცოცხლე!“ - გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისინფორმაციით, მოზარდების სიცოცხლის გადასარჩენად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მერის პირველმა მოადგილემ, ბადრი ქუთელიამ, მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, ადმინისტრაციული სამსახურის...

სენაკის მერია უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება. ქალთა მიმართ ძალადობა, ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია. 2022 წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, შეიქმნა სენაკის მუნიციპალიტეტის ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა...

აჯიკაში და წითელ წიწაკაში აკრძალული საღებავი აღმოაჩინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, სურსათში საღებავების შემცველობის დადგენის მიზნით, სხვადასხვა სურსათის 61 ნიმუში აიღეს და გამოიკვლიეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში. კვლევის შედეგად 5 ნიმუშში სუდანის ჯგუფის აკრძალული საღებავები აღმოჩნდა: შპს „ლაგოს“ მიერ წარმოებული წითელი წიწაკა (დაღერღილი, დამზადების თარიღი: 06/10/2023 წელი, ვარგისიანობის ვადა 12 თვე), აღმოჩნდა საღებავი Sudan I. მისამართი: შპს „ცენტრალური ბაზარი“...