მალარიის ელიმინაციის სერთიფიცირების პროცესის ფარგლებში, ტრენინგი გაიმართა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მერიის სხდომათა დარბაზში, მალარიის ელიმინაციის სერთიფიცირების პროცესის ფარგლებში, ტრენინგი გაიმართა. ტრენინგს უძღვებოდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგებლები. ტრენინგში მონაწილეობა სენაკის, აბაშის, ხობისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლებმა მიიღეს.

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოქტომბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. „გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკ ჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ,...

პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი პირველ დეკემბრამდე შეუსრულდებათ

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ. ამასთან, 2025-2026 სასწავლო წლიდან დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების შესაძლებლობა, მშობლის სურვილის შემთხვევაში, დამატებით მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. “აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი...

ალექსი სენაკელის დაბადებიდან 171 და გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის საკონცერტო დარბაზში, წმინდა ალექსი სენაკელის დაბადებიდან 171 და გარდაცვალებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მოადგილესთან, ნანა ზარანდიასთან, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან, შესაბამისი სამსახურისა და...

სენაკის მერიამ ახალი მიკროავტობუსი შეიძინა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, სასპორტო გაერთიანების სპორტსმენების დროული და კომფორტული გადაადგილებისთვის, FORD-ის მარკის ახალი მიკროავტობუსი შეიძინა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტრანსპორტის შესაძენად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 149 650 ლარი გაიხარჯა. FORD-ის მარკის ახალი მიკროავტობუსი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, მოადგილესთან, ნანა ზარანდიასთან ერთად, სარგებლობაში, სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებას გადასცა.

მერია: ლეძაძამეში პირველი გაზქურა აინთო

დღეიდან, ეტაპობრივად, ბუნებრივ გაზს, ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობა ახლადაშენებული მაგისტრალური გაზსადენის საშუალებით მიიღებს. გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში, მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა, შპს ,,გაზის ტრანპორტირების კომპანიის დაფინანსებით, შპს ,,დაგის“ მიერ განხორციელდა. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი 2 166 388 ლარით დაფინანსდა. მიმდინარე წელს, მაგისტრალი შპს ,,გასკო+“-ს გადაეცა. წლების შემდეგ, პირველი გაზქურა ლეძაძამეში, მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ...

სენაკში, ვანდალური ფაქტები დაფიქსირდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიცირებული მასშტაბური პროგრამის -,,განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, რეაბილიტირებულ მრავალფუნქციურ რეკრეაციულ ზონაში. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაზიანებულია სკვერის ინტერიერი, დაზიანებულია სენაკის მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის ახლადრეაბილიტირებული შენობის ფასადი, ამორტიზირებულია პარკში არსებული გარე ტრენაჟორები. "მატერიალურ ფასეულობათა და კულტურის ძეგლთა განადგურება ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი ქმედებაა! მოგიწოდებთ გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გავუფრთხილდეთ...

სენაკის მუნიციპალიტეტი “თბილისობის” დღესასწაულში მონაწილეობდა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტი თბილისობის სახალხო დღესასწაულს წელს, უკვე მეორედ, მრავალფეროვანი აქტივობებით შეუერთდა. "მუზეუმში გამართულ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი, პარლამენტის წევრი, ლევან მგალობლიშვილი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე, იოსებ ბაღათურია და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია დაესწრნენ. სენაკის კუთხემ ყველა ასაკის დამთვალიერებლისთვის...

სენაკის მერმა მოადგილეები წარადგინა

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ მოადგილეები წარადგინა. მერის პირველი მოადგილის და მოადგილის თანამდებობებს - ბადრი ქუთელია და ნანა ზარანდია დაიკავებენ. წარდგენის პარალელურად, ვახტანგ გადელიამ, მერიის სამსახურებისა და მუნიციპალური ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებისგან, გასული და მიმდინარე კვირის მანძილზე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია მიიღო. ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი: მომავალი წლიდან პენსიები გაიზრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში მომავალი წლიდან პენსიები გაიზრდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “2024 წლიდან ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების ბიუჯეტი 870 მლნ ლარით იზრდება. 70 წლისა და მეტი ასაკის პირთა პენსია გაიზრდება 50 ლარით და გახდება 415 ლარი. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში იქნება თითქმის...