საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების დაარსების დღესთან დაკავშირებით, სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში საზეიმო ღონისძიებას დაესწრო. უმაღლეს მთავარსარდალს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საიუბილეო ცერემონიაზე უმასპინძლეს. ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად...
31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა
31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. საქართველოს პირველი პრეზიდენტი, მწერალი, მთარგმნელი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნული გმირი, ზვიად გამსახურდიას დღეს, 86 წლის გახდებოდა. 34 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, ჩატარებულ რეფერენდუმზე, ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას:...
მომდევნო დღეებში ცვალებადი ამინდია ნავარაუდევი
გარემოს ეროვნული სააგენტო, 29-31 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, 29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. “თბილისში 29-30 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 31 მარტს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი,...
სენაკის მერმა სათემო ფორუმში მიიღო მონაწილეობა
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მონაწილეობა მიიღო საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე გამართულ სათემო ფორუმში. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფორუმზე, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობებზე, საფრთხეების პროგნოზირებაზე, აგრომეტეოროლოგიური სერვისების განვითარებაზე, ასევე, კლიმატის ცვლილებების მიმართულებით - საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების მნიშვნელობაზე იმსჯელეს. სათემო ფორუმის ფარგლებში, გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ...
25 მარტს შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 26-27 მარტს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს
გარემოს ეროვნული სააგენტო, 25-27 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, 25 მარტს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 26-27 მარტს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. “ქ. თბილისში 25 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26-27 მარტს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება....
სენაკის მუნიციპალიტეტი საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის გამარჯვებულია
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით გამართულ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) მეშვიდე ეროვნულ კონფერენციაზე, კონკურსში გამარჯვებულ 11 მუნიციპალიტეტს შორის, სენაკის მუნიციპალიტეტი დასახელდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის სპეციალური ჯილდო და სიგელი სენაკის მუნიციპალიტეტს მერს, ვახტანგ გადელიას გადაეცა. საუკეთესო მუნიციპალურ პროგრამად, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ...
24 მარტიდან გამოიდარებს
გარემოს ეროვნული სააგენტო, 22-24 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, 23 მარტის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება. “ქ. თბილისში 23 მარტის დილამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და ნალექიანი ამინდი. 24 მარტიდან გამოიდარებს და დათბება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი...
“ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა
კომუნიკაციების კომისიამ, „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, საინფორმაციო შეხვედრა გამართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, სენაკის სამიზნე სოფლების მაცხოვრებლებს შეეძლებათ სრულიად უფასოდ გადამზადნენ ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებაში და გაეცნონ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა, ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, გუგლის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად...
საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, "სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართული პირების მხარდაჭერის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, შექმნილი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე, ბადრი ქუთელია უძღვებოდა. კომისიის თავმჯდომარემ, ბადრი ქუთელიამ, 2024 წელს დანერგილი პროგრამის მნიშნველობასა და შედეგებზე ისაუბრა. საკონკურსო კომისიამ განსაზღვრა გამოცხადებული კონკურსის ვადები და ეტაპები....
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ტყის ხანძრის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. ხანძრის კერის გაჩენის შესაძლო მიზეზად ადამიანთა დაუდევრობა განიხილება, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ეროვნული სატყეო სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დაიცვან უსაფრთხოების წესები, დაემორჩილონ...