სენაკში, მდინარე ტეხურში 22 წლის ბიჭი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, ის მდინარეზე მეგობრებთან ერთად იყო და წყლიდან ამოყვინთვა ვერ შეძლო. შემთხვევა გუშინ მოხდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. “თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ...
სენაკში “ახალგაზრდული დღეები” გაიმართება
30 აგვისტოს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ახალგაზრდობის კვირეულის ფარგლებში, 18:00 საათიდან, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მოეწყობა სხვადასხვა სივრცეები. ადგილზე წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა მეწარმეების გამოფენა. სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით - თანასწორობის სივრცე, სადაც თავს მოიყრიან შშმ პირები, ახალგაზრდები და ფასილიტატორებთან ერთად, ადგილზე დაამზადებენ სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებს. ნაყინის კუთხე - დღის განმავლობაში,...
შეიქმნება დაღუპულ მებრძოლთა ბიოგრაფიული ლექსიკონი
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა განიხილავენ მემორანდუმს, რომლის თანახმადაც იგეგმება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნის უკვდავყოფისა და მათ შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით ურთიერთთანამშრომლობა. კერძოდ: ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული ბაზაში, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ბიოგრაფიული ლექსიკონი შეიქმნება, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა იმ...
უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში დასავლეთ საქართველოში ცხელი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მაღალი ტემპერატურის ფონზე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. “თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ცხელი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის...
დღეს ფერისცვალებაა
19 აგვისტოს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება. მარხულთათვის ეს დღე თევზით ხსნილია.
ნოსირის ამბულატორიაში, უფასო პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩატარდება
17 აგვისტოს, 10:00 საათიდან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და წითელი ჯვრის საზოგადოების ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ნოსირისა და მეორე ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას, ნოსირის ამბულატორიაში, უფასო პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური გამოკვლევები ჩაუტარდება. აქციაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა პროფილის ექიმები. პროექტის ფარგლებში, 18 აგვისტოს, 10:00 საათიდან, უფასო პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური კვლევები, გეჯეთის ამბულატორიაში, გეჯეთის ადმინისტრაციული...
“ოცნებამ“ ფოთი, სენაკი, ხობის დელეგატად გიორგი ხახუბია წარადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 22 დელეგატი წარადგინა, რომლებიც რეგიონებში „ქართული ოცნების“ სარჩევნო კამპანიას გაუძღვებიან. ფოთის, სენაკის, ხობის მაჟორიტარულ ოლქში მმართველი გუნდის დელეგატი გიორგი ხახუბია იქნება. გიორგი ხახუბია ამჟამად ხსენებულ საარჩევნო ოლქში მოქმედი მაჟორიტარია.
შეხვედრა გაიმართა ანსამბლ “გოგალაისთან”
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია და მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის დირექტორს, ვეფხვია ვეფხვაძეს და ცენტრთან არსებული ანსამბლ „გოგალაის" წევრებს შეხვდნენ. ანსამბლს, მრავალწლიანი აქტიური შემოქმედებითი საქმიანობისა და საგასტროლო ტურნეებზე მოპოვებული აღიარებისთვის, მადლობა გადაუხადეს, შემოქმედებითი განვითარება და წარმატებული საქმიანობა უსურვეს. მიმდინარე წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის...
საჯაკობიოს უბანში, სტიქიისგან დაზიანებული დამცავი ჯებირი ეწყობა
სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის საჯაკობიოს უბანში, სტიქიისგან დაზიანებული დამცავი ჯებირი ეწყობა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 53 726 ლარს შეადგენს. უწყების ცნობით, ქალაქად, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღირებულებით - 58 302 ლარი. სტიქიის საპრევენციო სამუშაოები დასრულებულია თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ...