უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას „ქართული ლეგიონი“ ავრცელებს. დაღუპულთაგან ერთი სენაკელია. “ქართული ლეგიონის” ინფორმაციით, ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე დაიღუპნენ. „ისინი ქართული ლეგიონის შემადგენლობაში უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდნენ. ქართული ლეგიონი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. დიდება გმირებს!“, – წერია „ქართული ლეგიონის“ “ფეისბუქზე” გამოქვეყნებულ განცხადებაში.
უკრაინაში სენაკელი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას „ქართული ლეგიონი“ ავრცელებს. "ქართული ლეგიონის" ინფორმაციით, ზურა წიკლაური და გოჩა ჟვანია აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე დაიღუპნენ. „ისინი ქართული ლეგიონის შემადგენლობაში უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდნენ. ქართული ლეგიონი სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. დიდება გმირებს!“, - წერია „ქართული ლეგიონის“ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში.
“ოცნებამ” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარადგინა
“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე ოფიციალურად წარადგინა. დღესვე, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
რიკოთზე გადაადგილებას სატვირთო ტრანსპორტიც შეუზღუდავად შეძლებს
რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი სატვირთო ავტოტრანსპორტისთვისაც გაუქმდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, რიკოთის არსებული (ძველი) გზის 149 კმ-თან მოეწყო შემოსავლელი გზა, რომელზეც გადაერთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა. შესაბამისად, მიმდინარე წლის 30 იანვრიდან რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.
ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან მედიას უთხრა, მას აქვს შეთავაზება “ქართული ოცნებისგან”, რომ უხელმძღვანელოს პარტიის პოლიტსაბჭოს. ინფორმაციისთვის: “ქართული ოცნების” პარტიული ყრილობა პირველ თებერვალს გაიმართება.
პროკურატურამ სენაკში „საქართველოს ბანკში„ მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ სენაკში „საქართველოს ბანკში„ მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 იანვარს, დანით შეიარაღებული ბრალდებული თავს დაესხა სენაკში მდებარე ს.ს. ,,საქართველოს ბანკის’’ თანამშრომლებს, რომლებიც იმ დროისთვის მოქალაქესთან საბანკო ოპერაციას ახორციელებდნენ. თავდამსხმელი დანის დემონსტრირებით...
შსს: დაკავებულია პირი, რომელიც სენაკში ბანკის ფილიალში შეიჭრა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ა.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 26 იანვარს, სენაკში მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში...
სენაკში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა
სენაკში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, მან ერთ-ერთ მოქალაქეს ჩანთა გასტაცა, რის შემდეგაც გაქცევა და ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ მამაკაცი ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე მალევე დააკავა. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 1 მარტამდე გაგრძელდება
თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 2024 წლის 1 მარტამდე გაგრძელდება. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, დევნილთა სააგენტომ იძულებით გადაადგილებული ოჯახების ინტერესები გაითვალისწინა და მაღალი მოთხოვნის გამო განაცხადების შევსების ვადა ერთი თვით გაახანგრძლივა. ინფორმაციისთვის: განაცხადების მიღება, ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის...
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის გუნდმა შეხვედრა გამართა
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების პროექტის გუნდმა, ფოთის, სენაკის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრებს ადგილობრივი თვითმმართველობების წევრები, მცირე და საშუალო მეწარმეები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხების განხილვა და 2024 წელს განსახორციელებელი გეგმის შემუშავება. მონაწილეებმა ასევე შეაფასეს საჯარო-კერძო დიალოგის არსებული...