3-5 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის, 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით დღეები უქმედ განისაზღვრა. შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. „ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ...

სენაკში ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

სენაკში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. საკონცერტო პროგრამით სენაკელების წინაშე წარდგნენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები: ანრი ჯოხაძე, ქრისტინე იმედაძე, ბაკო ალანია და ბენდი. პროექტის - ,,ერთად ავანთოთ სენაკის მთავარი ნაძვის ხე" ფარგლებში, დღეს, საზეიმოდ გაიხსნა საშობაო სოფელი. ფოტო: სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაცია

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული მისი შენახვის პირობები. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხორცი უნდა ინახებოდეს დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით (2-დან 6 გრადუსამდე). „საახალწლოდ იზრდება მოთხოვნა ხორცზე, ხორცპროდუქტებსა და სხვა მალფუჭებად სურსათზე. სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ...

სენაკის მერმა, საზოგადოებას საქმიანობის 2023 წლის ანგარიში გააცნო

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საზოგადოებას საქმიანობის 2023 წლის ანგარიში გააცნო. "უპირველესად, გილოცავთ ჩვენი სახელისუფლებო გუნდის უდიდეს მონაპოვარს - ღირსეულად მოპოვებულ, დამსახურებულ სტატუსს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს, გუნდის თითოეულ წევრს, ჩვენს მოქალაქეებს, რომელთაც მუნიციპალიტეტის წარმატებულ მმართველობაში თავიანთი წვლილი შეაქვთ. წელს, ანგარიშის პრეზენტაცია განსხვავებული ფორმატით შედგა, 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში შევხვდით...

საკრებულომ 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. 22 274 600 ლარით განსაზღვრული ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოს წევრების ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2024 წელს დაფინანსდება: დასუფთავება და გარემოს დაცვა - 288 000 ლარით; განათლება - 900 900 ლარით; მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 210...

სენაკში, 23 დეკემბერს, საახალწლო ნაძვის ხე აინთება

23 დეკემბერს, 19:00 საათზე, ქალაქის მთავარ მოედანზე, საახალწლო ნაძვის ხე აინთება. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 14:00 საათი - საშობაო სოფლის გახსნა. 14:15 საათი - ,,შექმენი კრეატიული ნაძვის ხე“ - სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული საბჭოს პროექტის პრეზენტაცია. 14:30 – 19:00 საათი - ,,აანთე სენაკის მთავარი ნაძვის ხე“ - შემეცნებით-გასართობი კონკურსი, გამარჯვებულის გამოვლენა...

სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ორი მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ერთმანეთს შეეჯახა, შემდეგ კი ორ ქვეითს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორივე ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო

ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში, 3 კმ-იანი გზის მონაკვეთზე, ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო. პროექტის ღირებულებამ 800 519 ლარი შეადგინა. 2023 წელს, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, დაიგო 35 კილომეტრი გზა; ამჟამად მიმდინარეობს - 17 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია; 2024 წელს დაგეგმილია 50 კილომეტრი გზის მშენებლობა. პროექტს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის...

31 დეკემბერს სენაკში საახალწლო ღონისძიება გაიმართება

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით 31 დეკემბერს სენაკში საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიება გაიმართება ცენტრალურ მოედანზე. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 17:00-18:00 - საახალწლო მელოდიები. 18:00 – კოსტიუმირებული ორკესტრისა და ზღაპრის გმირების მსვლელობა. 18:00-21:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ცხელი შოკოლადი და საკვები სივრცეები. 18:00-20:00 – საბავშვო სივრცე: საახალწლო სათამაშოების დამზადების...

სენაკის მუნიციპალიტეტი საგრანტო პროგრამის გამარჯვებულია

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტი - შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს საგრანტო პროგრამა: „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და მათი ოჯახის წევრთა იდეების მხარდაჭერა და შემოსავლების გენერირება, შშმ პირთა საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა" - ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია. საგრანტო...