სენაკის მუნიციპალიტეტი საგრანტო პროგრამის გამარჯვებულია

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტი - შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს საგრანტო პროგრამა: „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და მათი ოჯახის წევრთა იდეების მხარდაჭერა და შემოსავლების გენერირება, შშმ პირთა საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა" - ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია. საგრანტო...

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ასევე, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

სენაკში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულის ლეკირცხალიეს და ლესაჯაიეს უბნებში საგზაო ინფრასტუქტურული გზის სამუშაოები მიმდინარეობს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ლოკაციებზე, წლების შემდეგ, პირველად მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა. ლეკირცხალიეს უბანში, ბეტონის საფარი 2 კმ. გზაზე დაიგო. პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყო მილხიდები. სამუშაოების ღირებულებამ 542 958 ლარი შეადგინა. ლესაჯაიეს უბანში, ბეტონის საფარი 2 კმ-მდე გზაზე,...

წიწვოვანი მცენარეების რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება. "გაუფრთხილდი შენი ქვეყნის უნიკალურ ბუნებრივ სიმდიდრეს - ნუ მოჭრი ნაძვს."-აღნიშნულია ინფორმაციაში.

სენაკის სახვითი ხელოვნების გალერეას, ლადო გუდიაშვილის ტილო დაუბრუნდა

მხატვრის საერთაშორისო დღეს, სენაკის სახვითი ხელოვნების გალერეას, მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, 30 წლის შემდეგ, მე-20 საუკუნის ქართველი მხატვრის, ლადო გუდიაშვილის ტილო - "ზეიმი ქართლში“ დაუბრუნდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სახვითი ხელოვნების გალერეაში გამართულ ღონისძიებას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ლევან უჩანეიშვილთან, მერიის განათლების,...

სენაკში საინფორმაციო კამპანია “არა ფემიციდს” გაიმართა

ფოთის და სენაკის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის  და გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის – „არა ფემიციდს“ ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლებს, ფოთის მე-2, მე-11  და მე-15 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებს შეხვედნენ.     საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრაზე პროკურორებმა ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის...

სენაკში ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნები განიხილეს

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, მერის პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ლევან უჩანეიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ზაზა ნაჭყებიასთან, მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან და საკრებულოს ფრაქციებისა და კომისიების თავმჯდომარეებთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნები განიხილეს. მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს...

სენაკის მუნიციპალიტეტში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სარეაბილისტაციო სამუშოები აქტიურად გრძელდება. სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, ბადრი ქუთელიასთან და ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ედიკა ბერაიასთან ერთად, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც ღელე ,,ხაბაზეთის“ და ცენტრალური კოლექტორის რკინა-ბეტონის ჯებირების აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოებს გაეცნო. სამუშაოებს, ღირებულებით - 506 000...

სანქციები გამკაცრდა უკანონო თევზჭერაზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებით, სანქციები გამკაცრდა უკანონო თევზჭერაზე. უწყების ცნობით, ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირდება. „აღნიშნული...

ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში, ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში, 3 კმ-იანი გზის მონაკვეთზე, ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო. "წლების მანძილზე, გზის სავალ ნაწილზე შექმნილი დაზიანებები და მოშლილი ინფრასტრუქტურა მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემას უქმნიდა. განახლებული გზით მოსახლეობა წლის ბოლოდან ისარგებლებს. პროექტის ღირებულებამ 800 519 ლარი შეადგინა."-აღნიშნულია ინფორმაციაში.