27 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თოვლი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გორაკ-ბორცვიან ზონებში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ნარჩუნდება ზვავსაშიშროება. “დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია...

სენაკში თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტში, თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოები, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სენაკის მუნიციპლიტეტის მერიის ინფორმაციით, იწმინდება როგორც ცენტრალური და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო, ასევე - შიდა საუბნო გზები.

23-25 თებერვალს მოსალოდნელია თოვლი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23-25 თებერვალს დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი. სანაპირო რაიონებში ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე დაწევა. “საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა....

სენაკში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ "სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის" ორგანიზებით, სისხლის უანგარო დონაციის აქცია - "გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი'' გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მსგავს კამპანიაში მონაწილეობის მზადყოფნის სურვილს მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო მუდმივად გამოთქვამენ.

“გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი”

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ "სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის'' ორგანიზებით, სისხლის უანგარო დონაციის აქცია - "გაუზიარე სიცოცხლე, გაიღე სისხლი" - გაიმართა.

მომდევნო დღეებში ნალექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 – 21 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მთაში და მაღალმთაში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა. “დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო).”-აღნიშნულია ინფორმაციაში.

სენაკის ათ ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორვიელებელი პროექტები შერჩეულია

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2025-ის" ფარგლებში, პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად, სენაკის მუნიციპალიტეტის ხუთ ადმინისტრაციულ ერთეულში - ძველ სენაკში, ნოქალაქევში, ლეძაძამეში, ფოცხოსა და უშაფათში, მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადმინისტრაციული ერთეულების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ, შერჩეულ იქნა შემდეგი პროექტები: ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზემო სორტაში - მგზავრთა 2 მოსაცდელის...

მომდევნო დღეებში ცვალებადი ამინდია ნავარაუდევი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 15-17 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. “თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 16-17 თებერვალს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი,...

სენაკში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 19 მაისს, სენაკში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, დანით შეიარაღებულმა ბრალდებულმა დაზარალებულს დანით ჭრილობები მიაყენა,...

ხვალიდან, სენაკში, დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები იწყება

12 თებერვალს, " სენაკის მუნიციპალიტეტში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საერთო კრება/კონსულტაციები იწყება. 2025 წელს, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან 738 000 ლარი გამოიყო. ფოტო: წყარო