ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება. “მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. ცვლილებამდე, მათ აღნიშნულ მომსახურებები არ უფინანსდებოდათ. სიახლე შეეხებათ დაზღვეულ ვეტერანებსაც. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის...

სენაკში რუსეთის აგრესიას შეწირულ მოქალაქეთა ხსოვნას პატივი მიაგეს

დღეს, სენაკში, პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაცემულ მეომართა და რუსეთის აგრესიას შეწირულ მოქალაქეთა ხსოვნას. საომარ მოქმედებებს სენაკში მცხოვრები 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ბრძოლის ველზე გმირულად დაეცნენ სენაკის მეორე ბატალიონის მებრძოლები: ლევან თეფანია და თემურ ბოკუჩავა; ქალაქის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 3 მოქალაქე: მეირა ინჯგია,...

დღეს, საქართველოში გლოვის დღეა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი განკარგულება გამოიცა. მთავრობის ადმინისტრაციისინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 7 აგვისტოს 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაეშვება. ამასთან, სახელმწიფო დროშები დაეშვება 8 აგვისტოს...

7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.  შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. შოვში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის ძალები და ავიაციაა ჩართული. ინფორმაციისთვის: შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია...

სენაკში “ზაფხულის საღამოები” გადაიდო

კურორტ შოვში დატრიალებული სტიქიური უბედურების გამო 5 და 6 აგვისტოს სენაკსა და აბაშაში დაგეგმილი ,,ზაფხულის საღამოები” გადაიდო.

რეგიონული თეატრების IX საერთაშორისო ფესტივალი სენაკის თეატრში გაიხსნა

1 აგვისტოს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლით „რომეო და ჯულიეტა“ (რეჟისორი ვახტანგ ნიკოლავა) დაიწყო რეგიონული თეატრების IX საერთაშორისო ფესტივალი. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა...

სენაკში “მუსიკალური საღამო” გაიმართება

5 აგვისტოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობის ხეივანში „მუსიკალური საღამო“ გაიმართება. იხილეთ პროგრამა: 19:00-22:00 ორი ფოტოზონა; 19:00-22:00 ადგილობრივი მეწარმეების სივრცე; 19:00-22:00 კულინარიული მასტერკლასები; 19:00-22:00 სადეგუსტაციო და კვების ზონა; 19:00-22:00 საბავშვო ზონა, ქუქისებზე ხატვის მასტერკლასი, ანიმატორები; 20:00 საათი კონცერტი - მარიამ მამისმედიშვილი, სოფო ბედია, ელენე ფოჩხუა ჯგუფი „ნიუტონი“; წამყვანი: ნიკოლოზ წულუკიძე.

დღეს, სენაკში, რეგიონული თეატრების IX საერთაშორისო ფესტივალი სტარტს აიღებს

სენაკის მუნიცილაიტეტის მერის ინფორმაციით, რეგიონული თეატრების IX საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ტრადიციულად, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება, დღეს, სტარტს უკვე მეოთხედ, სენაკში იღებს. ფესტივალის სენაკურ დღეებს, 19:00 საათზე, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, პრემიერით ,,რომეო და ჯულიეტა“ გახსნის. საფესტივალო პროგრამა უილიამ შექსპირის პირველი ფოლიოს 400...

ხვალ ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდება

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგის გამოქვეყნებით პირველი აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება. საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცნეტრის ინფორმაციით, ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება სააპელაციო განაცხადების...

სენაკის მერიასა და დევნილთა მომსახურების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორთან, სალომე დოლიძესთან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ლევან უჩანეიშვილთან, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარესთან, გიგა წურწუმიასთან, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსთან, გივი მისაბიშვილთან, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა–გიმნაზიის დირექტორთან, ნინო ჯანჯღავასთან...