სენაკში ჰეპატიტის მსოფლიო დღე აღინიშნა

სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, ჰეპატიტის მსოფლიო დღე აღინიშნა, დღე, რომელიც ვირუსული ჰეპატიტის გლობალური ტვირთისა და დაავადების პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სახელმწიფო, სამედიცინო და სამოქალაქო სექტორებს აერთიანებს. სენაკის მუნიციპალიტტის მერიის ინფორმაციით, დღის განმავლობაში, ცენტრის მობილური ბრიგადა სკრინინგ აქციას მართავს, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და...

საქართველოს რკინიგზამ სენაკის სადგური დაასუფთავა

საქართველოს რკინიგზამ სადგურ სენაკის და მის მიმდებარედ არსებული ტერიტორია დაასუფთავა. საქართველოს რკინიგზიის ინფორმაციით, დასუფთავების გეგმიურ აქციაში მგზავრთა გადაყვანის, ინფრასტრუქტურის ფილიალების და სენაკის მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. დასუფთავდა სადგურის გარე და შიდა პერიმეტრი, ბაქანი, სარკინიგზო ხაზი და მის გასწვრივ არსებული მონაკვეთები. უწყების ცნობით, მსგავსი ტიპის დასუფთავების აქციებს, საქართველოს რკინიგზა პერნამენტულად ახორციელებს.

“ლურჯი ბაღის” მოცვის პლანტაცია ზანაში

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დავით ვერავამ და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნატალია ხარატიშვილმა, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაში სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანიის "ლურჯი ბაღი“ მოცვის პლანტაცია და სამაცივრე მეურნეობა დაათვალიერეს. 2020 წელს, კომპანიამ „ლურჯი ბაღი“ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაში, პროგრამით „დანერგე მომავალი“ 17 ჰექტარზე ლურჯი მოცვის ბაღის გაშენებისათვის...

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობისთვის განცხადებების მიღება დაიწყო

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განცხადებების მიღება დაიწყო. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. პროგრამის პარტნიორი კლინიკებია: თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“, ესპანეთის „ქირონ სალუდის სამედიცინო ცენტრი“ და ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრი“. პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე – პროტონოთერაპიას,...

ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების უცხოეთის კლინიკებში მკურნალობისთვის განაცხადების მიღება ორშაბთიდან დაიწყება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, უკვე მოეწერა ხელი კონტრაქტებს უცხოეთის იმ კლინიკებთან, რომლებიც ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს უმკურნალებენ. “ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებთან დაკავშირებით კონტრაქტებს უკვე მოეწერა ხელი შერჩეულ კლინიკებთან. ორშაბათიდან შეგვეძლება განაცხადების მიღება და პროცესის ორგანიზება. სპეციალური ბორდის მეშვეობით მოხდება განხილვა, ბავშვი საქართველო იმკურნალებს, თუ რომელიმე უცხოურ კლინიკაში გაშვება...

ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტის ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში, საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მასშტაბურ პროექტს, რომლის ღირებულება მილიონ ხუთასი ათასი ლარია, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია , მოადგილე ლუდუკ ხასია, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის...

სენაკში გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

სენაკში, ძლიერი წვიმისა და წყალმოვარდნის შედეგად დაბინძურებულ, შლამისა და ინერტული მასალისგან ჩახერგილ ლოკაციებზე, გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული ,,სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის" ფარგლებში დასაქმებული პირები ჩაერთვნენ. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, პირველი მოადგილე,...

ძლიერმა წვიმამ მუნიციპალიტეტში პრობლემები ისევ შექმნა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კოკისპირული წვიმის შედეგად, ამჯერად, ქალაქში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების ნაწილი, ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები. ანალოგიური მდგომარეობაა რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულშიც. სტიქიის პირველივე წუთებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობიან. უწყების ცნობით, სტიქიის ზონაში იმყოფება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია. მუნიციპალიტეტის...

პაპილომა ვირუსზე აცრა 10-დან 12 წლამდე ბიჭებისთვის იქნება შესაძლებელი

პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება 10-12 წლის ბიჭებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ დღეს გამოქვეყნდა. ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ორჯერადია, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი კი ექვსი თვეა.

მერია: წყალმომარაგების აღდგენისთვის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკში, წყალმომარაგების აღდგენისთვის საჭირო სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მობილიზებულია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საავარიო ბრიგადები და ექსპლუატაციის სამსახური, მძიმე და სპეც. ტექნიკა. ,,მილსადენი უკვე აწყობილია. ხვალ დილიდან, ქალაქ სენაკის ნაწილი, 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს, ხოლო დარჩენილი ნაწილის უზრუნველსაყოფად, სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ვფიქრობთ, რომ დაზიანება...