გარემოს ეროვნული სააგენტო, 15-17 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. “თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 16-17 თებერვალს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი,...
სენაკში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 19 მაისს, სენაკში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, დანით შეიარაღებულმა ბრალდებულმა დაზარალებულს დანით ჭრილობები მიაყენა,...
ხვალიდან, სენაკში, დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები იწყება
12 თებერვალს, " სენაკის მუნიციპალიტეტში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საერთო კრება/კონსულტაციები იწყება. 2025 წელს, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან 738 000 ლარი გამოიყო. ფოტო: წყარო
მომდევნო დღეებში უნალექო ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტო 11-13 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. “11-12 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და უნალექო მინდი. ღამის საათებში დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა. 13 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან ზოგან გაწვიმდება, მთაში მოთოვს. ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1,-3, დღისით კი +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება....
სენაკში, ორ ლოკაციაზე, ბინოკლი განთავსდა
ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) ურთერთთანამშრომლობით, ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ტეხურის ხეობაში, რუხი ყანჩების (Ardea cinerea) ბუდობის ადგილზე, ბინოკლი განთავსდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბინოკლი ასევე განთავსდა ქალაქ სენაკის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ უმაღლეს წერტილზე "ასსაფეხურიან კიბესთან”, საიდანაც სენაკის თვალისმომჭრელი ხედები იშლება....
8-10 თებერვალს შენარჩუნებული იქნება ნალექიანი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტო, 8-10 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 8-9 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და ზოგან ნალექიანი ამინდი, 10 თებერვალს კი გამოიდარებს. “ქ. თბილისში 8-9 თებერვალს შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი, 10 თებერვალს კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება....
სენაკელი სპორტსმენების წარმატება
სენაკელი სპორტსმენები, ანანო კინწურაშვილი და მარიამ სიჭინავა სამბოში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. ფოტო: სენაკის მერია
სენაკის მუნიციპალიტეტში, სამი სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა
სენაკის მუნიციპალიტეტში, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, დასრულდა სამი საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშოები, საერთო ღირებულებით - 7 370 477 ლარი. სსიპ ჟიული შარტავას სახელობის მე-2 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის პროექტი, ღირებულებით - 2 794 373 ლარი; სსიპ ხორშის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშოები, ღირებულებით - 2 249 179...
4-6 თებერვალს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4-6 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდი. “თბილისში 4 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, დღის მეორე ნახევრიდან გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. 5-6 თებერვალს კი მცირე წვიმა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი....
ლეგოგიეს უბანში, გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულში, ლეგოგიეს უბანში, გზის რეაბილიტაცია დასრულდა. სარეაბილიტაციო არეალი 4 495 გრძივი მეტრია. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მასშტაბური პროექტის ფარგლებში, სრულად მოწესრიგდა დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა, საფეხმავლო ბილიკი, სანიაღვრე სისტემა. პროექტი, ღირებულებით - 1 671 421 ლარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა.