სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში მაღალმთიანი რეგიონების საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ბაზას საგანმანათლებლო პროექტში „სამხედრო საქმე“ ჩართული სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ. ახალგაზრდებმა სენაკის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა, სამხედროების საცხოვრებელი პირობები, ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს. ღია კარის დღეები პროექტ „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში...
ერთლწლოვანი კულტურის მოყვანის მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტს სახელმწიფო დაფარავს
საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, “შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში ქვეკომპონენტი ამოქმედდა, რომლითაც ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების მიზნობრიობით გაცემული სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. “სოფლის განვითარების სააგენტო მოახდენს ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის არა უმეტეს 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას წლიური 9%-ის ოდენობით, სესხის გაცემიდან...
ცესკო: 12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა 29 აპრილის არჩევნები დადებითად შეაფასეს
12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა 29 აპრილის არჩევნები დადებითად შეაფასეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. "რიგგარეშე/შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობისა და უცხოელი კოლეგების მონაწილეობით დღეს გაიმართა. შეხვედრის შემდეგ სხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა...
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, გიორგი ხახუბიამ ხმების 95.3 % მიიღო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგი წარადგინა. როგორც მან ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა დათვლილია ყველა, 165-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები. შედეგები კი შემდეგნაირია. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები: № 21 – ბესიკი წულეისკირი („თავისუფალი საქართველო”) 1 359 ხმა , 4,7 % №41 გიორგი ხახუბია („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 27 553 ხმა, 95.3 % საკრებულოების შუალედური არჩევნების...
შუალედური და რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგი ცნობილია
შუალედური და რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგი ცნობილია. ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით, ათივე მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა სულ 55 363 ამომრჩეველმა მიიღო. "გაგაცნობთ 117 უბნის ხმის მთვლელი აპარატებიდან ამობეჭდილ წინასწარ შედეგებს. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგი შემდეგია: № 21 - ბესიკი წულეისკირი („თავისუფალი საქართველო”) 1 208 ხმა, 4.67 % №41...
10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა
საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში შუალედური/რიგგარეშე არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. 165 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათისთვის შეწყდა. შუალედური და რიგგარეშე არჩევნებზე დღეს ამომრჩევლები ირჩევდნენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს. არჩევნებს აკვირდებოდა საარჩევნო სუბიექტების 258 წარმომადგენელი, 22 ადგილობრივი...
ირაკლი ჩიქოვანი მუნიციპალიტეტებში მიმდინარე შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე
ის, რაც ხდება დღეს ფოთში, სენაკში და ხობში, რომ არ დგას სხვა კანდიდატი ოპოზიციის მხრიდან, ნათლად მიანიშნებს რადიკალური ოპოზიციის და მათთან ასოცირებული ყველა პოლიტიკური ძალის თუ მედიასაშუალების გაკოტრებაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. “დარწმუნებულები ვართ და აქ არ არის დიდი კონკურენცია, რომ გიორგი ხახუბია იქნება მაჟორიტარი და...
გიორგი ხახუბიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ხახუბიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ის ფოთში, # მე-7 საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა. გიორგი ხახუბიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ხმა სტაბილურობას, მშვიდობას , განვითარებას და ირაკლი ხახუბიას ღირსეული გზის გაგრძელებას მისცა.
გიორგი შარაბიძე: საარჩევნო პროცესები მშვიდ გარემოში, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი შარაბიძის განცხადებით, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში საარჩევნო პროცესები მშვიდ გარემოში, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. “მიმდინარეობს შუალედური არჩევნები. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ფოთის #6 უბანზე, შესაბამისად, აქ მიმდინარეობს კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ვაკვირდებით პროცესს და ვხედავთ რომ, ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალია და მონაწილეობს არჩევნებში შეფერხებების გარეშე. ასევე შემიძლია ვთქვა...
ბესიკ წულეისკირმა საკუთარი არჩევანი სენაკის # 64 ოლქში გააკეთა
ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოდან“ ბესიკ წულეისკირმა საკუთარი არჩევანი სენაკის # 64 ოლქში გააკეთა. მისი განცხადებით, ეს არჩევნები მნიშვნელოვანია და უნდა გაიმარჯვოს ისეთმა კანდიდატმა, რომელიც საქმის გაკეთებაზე იქნება ორიენტირებული. მისივე მტკიცებით, ამომრჩეველთა სიებში გარდაცვლილი ადამიანების მონაცემებიცაა. „ამომრჩევლებს მივმართავ მოახდინონ სრული მობილიზაცია, ეს არჩევნები მნიშვნელოვანია რათა...