"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის, დემურ გადელიას კომპანია სენაკის მერიის ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს. "სს “არქეოპოლისმა” 2023 წელს ორ ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ კი 5 251 682 ლარი შეადგინა. ვახტანგ გადელია სენაკის მერად 2021 წელს აირჩიეს. ამის შემდეგ მისი ბიძის კომპანიამ სენაკის მერიის 9...
გიორგი ხახუბია: დიდი იმედი მაქვს ფოთელების, ხობელებისა და სენაკელების მხარდაჭერის
ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” გიორგი ხახუბია თავის ფეისბუქგვერდზე წერს: “ჩემთვის გამორჩეულად ემოციური და პასუხისმგებლობით სავსეა ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენა. ეს არის შესაძლებლობა გადავიბარო საქმე, რომელსაც ირაკლი წლების განმავლობაში დიდი წარმატებით უძღვებოდა. მე კარგად ვიცი რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის თითოეული განხორციელებული პროექტი და...
ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლს ამკაცრებს. უწყების ცნობით, დეპარტამენტის ეკიპაჟები, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიანი პატრულირების დროს, განსაკუთრებით გააკონტროლებენ იმ ტერიტორიებს, სადაც ბოლო წლებში, ბზის უკანონო მოპოვება-რეალიზაციის სტატისტიკა მაღალია. “კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა. მისი მოჭრა, ამოძირკვა ან...
დღეს, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ჩატარებული რეფერენდუმის და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა
დღეს, საქართველოს პირველი პრეზიდენტს, საქართველოს ეროვნული გმირს, მეცნიერს, მწერალს, მთარგმნელს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეულ ლიდერს, ზვიად გამსახურდიას 84 წელი შეუსრულდებოდა. 32 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა. შეკითხვაზე: ,,ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26...
ცესკო 29 აპრილის არჩევნებისთვის ამომრჩევლებს 11 აპრილის ჩათვლით სიაში თავის გადამოწმებისკენ მოუწოდებს
29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებამდე ზუსტად 1 თვე დარჩა და კანონის შესაბამისად დღეიდან საუბნო საარჩევნო კომისიებმა მუშაობა დაიწყეს. არჩევნებისთვის შექმნილია 164 საუბნო საარჩევნო კომისია, რომლებიც დღეიდან იწყებენ მათთვის კანონით მინიჭებული ფუნქციების შესრულებას. მათ შორის, ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, საუბნო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ამომრჩევლის ბარათთან ერთად დაარიგებენ საინფორმაციო ფლაერებს და...
“ჩართულობითი და მხარდამჭერი ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება”
სენაკის მუნიციპალიტეტის სამხატვრო გალერეის საკონფერენციო დარბაზში, მშვიდობისა და განვითარების აკადემიის პროექტის "ჩართულობითი და მხარდამჭერი ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარება“, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო სენაკის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის და ახალგაზრდული საბჭოს შექმნა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი გულისხმობს საჯარო მოხელეების, სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების კომპეტენციების გაძლიერებას, მონაწილეობითი ახალგაზრდული პოლიტიკისა...
1 აპრილს სპექტაკლი “ჰარპაგონი” გაიმართება
1 აპრილს, 19:00 საათზე, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრში წარმოგიდგენილი იქნება სპექტაკლი "ჰარპაგონი". სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ინფორმაციით, სპექტაკლი "ჰარპაგონი" განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.
ძლიერმა ქარმა მრავალბინიანი კორპუსის სახურავი დააზიანა
ძლიერმა ქარმა, სენაკში, რუსთაველის ქუჩის 170-ში მდებარე მრავალბინიანი კორპუსის სახურავი ნაწილობრივ დააზიანა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში, სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეებისაგან იწმინდებოდა გზები. უწყების ცნობით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში, 24 საათიან რეჟიმში, ჩაერთვნენ ა(ა)იპ "სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის“ და მერიის სამსახურების ჯგუფები. სპეციალური კომისია...
სენაკში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა
მედიის ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საერთო საცხოვრებელს სახურავი ნაწილობრივ გადახადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია კიდევ რამდენიმე კორპუსი. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის ბრიგადები.
საკირცხალიო-საკერძაიოს უბანში, ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს
სენაკის მუნიციპალიტეტის მეორე ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის საკირცხალიო-საკერძაიოს უბანში, ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 1 264 219 ლარს შეადგენს. უწტების ცნობით, პარალელურად, ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულის საკილასონიოს უბანში, შიდა საუბნო გზაზე, ასევე იგება ასფალტო-ბეტონის საფარი. სამუშაოების ღირებულება 691 211 ლარს შეადგენს.