სენაკელი სპორტსმენები, ანანო კინწურაშვილი და მარიამ სიჭინავა სამბოში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. ფოტო: სენაკის მერია
ლეგოგიეს უბანში, გზის რეაბილიტაცია დასრულდა
ლეძაძამეს ადმინისტრაციული ერთეულში, ლეგოგიეს უბანში, გზის რეაბილიტაცია დასრულდა. სარეაბილიტაციო არეალი 4 495 გრძივი მეტრია. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მასშტაბური პროექტის ფარგლებში, სრულად მოწესრიგდა დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა, საფეხმავლო ბილიკი, სანიაღვრე სისტემა. პროექტი, ღირებულებით - 1 671 421 ლარი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა.
“ეგრისობის“ სახალხო დღესასწაული გაიმართა
ნოქალაქევში, ისტორიული ციხე-გოჯის ტერიტორიაზე სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, „ეგრისობის“ სახალხო დღესასწაული გაიმართა. ციხე-ქალაქმა, ყველა თაობის სტუმარს, მრავალფეროვანი ღონისძიებებით უმასპინძლა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონსიძიების ფარგლებში, დაჯილდოვდნენ 2024 წლის საპატიო სენაკელები. სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება, ქალაქისა და ქვეყნის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის, ხანგრძლივი და წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე...
სენაკში, სამშობიარო სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს პარლამენტის წევრი, ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ხახუბია, სენაკის მუნიპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სენაკის სამშობიარო სახლში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ, სამშობიარო სახლის დირექტორს, კესო ვახანიას და კლინიკის ექიმებს შეხვდნენ. სენაკის მუნიციპალიტტის მერიის ინფორმაციით, სენაკის სამშობიარო სახლმა ფუნქციონირება 2017 წელს შეწყვიტა და მხოლოდ ლაბორატორიულ...
“იცხოვრე, ვიდრე ცოცხალი ხარ…”
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, დღეს, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე, სპექტაკლი - “იცხოვრე, ვიდრე ცოცხალი ხარ...” წარადგინა. სევდიან კომედიაში მონაწილეობენ რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობები: მარინა კახიანი, სოსო აბრამიშვილი, ლევან ბერიკაშვილი, მანანა გამცემლიძე, თენგიზ გიორგაძე, ნინო თარხან-მოურავი, ბაჩი ლეჟავა, მარიტა მესხორაძე, დარეჯან...
სენაკელი ანასტასია ჯანაშია მალაიზიის ახალგაზრდა ელჩი გახდა
ანასტასია ჯანაშია "Youth for Georgia's Future-ის“ მიერ ორგანიზებული პროგრამის - "ლიდერი ახალგაზრდებისთვის, Hagamun-ის“ ფარგლებში, მალაიზიის ახალგაზრდა ელჩი გახდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ანასტასია, ახალგაზრდა ელჩის სტატუსით, ჰააგაში, საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთი წარმატებული მონაწილე გახლდათ. მისი ავტორობით, მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი რეზოლუცია, ჩართული იყო მოდელირებულ დებატებში და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესებში.
სენაკმა ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია “მოდი, ნახეს“ უმასპინძლა
სენაკმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია "მოდი, ნახეს“ ახალგაზრდულ დასს უმასპინძლა. მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზის სცენაზე სპექტაკლის - ნოდარ დუმბაძის ,,მე ვხედავ მზეს“ პრემიერა გაიმართა. სპექტაკლის რეჟისორია, ჩვენი თანაქალაქელი, ახალგაზრდა წარმატებული ხელოვანი, გიორგი ჭანტურია; დამდგმელი რეჟისორი და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი - ნუგზარ ბუცხრიკიძე. ახალგაზრდა ნიჭიერმა მსახიობებმა, ქართველი მაყურებლისთვის...
სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიურ დახმარებას 200 ლარს მიიღებენ
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2023 წლის 1 ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები ყოველთვიური დახმარების სახით 200 ლარს მიიღებენ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ფულადი დანამატის მიმღები არის 16 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000 ქულას. უწყების ცნობით, პროგრამის ბიუჯეტი 465 მილიონი ლარია. გაზრდილ დახმარებას დაახლოებით 232 000-მდე...
მიქაელ მალაზონიას TCHE Center ფორმულით – მიიღე განათლება და დაეხმარე სხვას
TCHE Center – არის ახალი წამოწყება, რომელიც მიზნად ისახავს ქველმოქმედების ირგვლივ გააერთიანოს საზოგადოება! ეს იქნება ადგილი სადაც მიიღებ განათლებას და ამავდროულად ჩაერთვები ქველმოქმედების დიდ კამპანიაში! ონლაინურთიერთობების შესაძლებლობები ამოუწურავია,-ყოველდღიურად ახალი აპები, ახალი პლატფორმები, ახალი პროგრამები იქმნება, რომ უფრო მობილური და მოქნილი გახდეს ციფრული ურთიერთობები, ეს მთელი რევოლუციაა, რომელიც უნდა მივიღოთ და გამოვიყენოთ....
ვასილ ბესელია: “მე სიყვარულის პოეტი ვარ”…
პოეტი ვასილ ბესელია წარმოშობით სენაკიდანაა. დღემდე, მან გამოსცა ლექსების სამი, და ნოველების ერთი წიგნი. არის ილია ჭავჭავაძის, გალაკტიონ ტაბიძის, თამაზ წივწივაძის და ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი. ბატონი ვასილი გვიმხელს, რომ ის სიყვარულის პოეტია. "მუდმივად შეყვარებულ კაცზე გსმენიათ? - მე ვარ ის კაცი!“- ამბობს პოეტი. ვასილ ბესელია: "-განათლებით ინჟინერ-მექანიკოსი გახლავართ....