სოხუმის დაცემისა და ჟიული შარტავას გმირული დაღუპვიდან 31-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიორგი ხახუბიამ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, მერის პირველმა მოადგილემ, ბადრი ქუთელიამ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან უჩანეიშვილმა, მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ნაჭყებიამ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა, ყვავილებით...
სოხუმის დაცემიდან 31 წელი შესრულდა
დღეს, 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 31 წელი შესრულდა. დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი.
23-25 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
გარემოს ეროვნული საგენტოს ინფორმაციით, 23-25 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
სენაკში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა
საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული პროექტის - "მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის" ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორაციით, შეხვედრებზე, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა პრიორიტეტული საკითხები წარმოადგინეს. კენჭისყრის შედეგად, მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების პროგრამის ფარგლებში - ქალაქად - დავით აღმაშენებლის, აკაკი ელიავას, შოთა რუსთაველის ქუჩებზე, ხორავასა...
ქართულ – თურქული კლინიკა “ოკსიჯენი”
მულტიპროფილური კლინიკა “ოკსიჯენი” დაკომპლექტებულია საერთაშორისო დონის პროფესორებით, რომლებიც მუშაობენ როგორც მარტივი და გავრცელებული, ასევე იშვიათი დაავადებების კუთხით. ლაბორატორია არის ISO სერტიფიკატის მფლობელი. კლინიკის ლაბორატორიას ხელმძღვანელობს თურქი ექიმ – ლაბორანტი მურად ოზჯანი. ექიმი მურადი უკვე 3 თვეა ადგილზე იმყოფება კლინიკა “ოკსიჯენში და მისი ზედამხედველობით დამონტაჟდა ლაბორატორიაში თანამედროვე აპარატურა, რომელიც ასევე სიახლეა რეგიონში....
პროკურატურამ კესარია აბრამიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ კესარია აბრამიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე სენაკელ ბექა ჯაიანს ბრალდება წარუდგინა,-ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, კესარია აბრამიძეს და ბრალდებულს პირად საკითხზე უთანხმოება მოუვიდათ და აღნიშნულის გამო ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. 18 სექტემბერს, დაახლოებით 15:50...
“ეს სიმღერაა საქართველოსი”
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 19 სექტემბერს, 19:00 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლი ,,მართვე" გამართავს სოლო კონცერტს - "ეს სიმღერაა საქართველოსი." დასწრება თავისუფალია.
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი სენაკელი ბექა ჯაიანია
ტრანსგენდერი ქალის კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი სენაკელი ბექა ჯაიანია. შსს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ბ.ჯ., გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების...
ცესკო პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს. ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს. „ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით პარტიული სიების წარდგენისა და რეგისტრაციის წესთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა ცესკო-ში გაიმართა. შეხვედრას იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც, ცესკო-ს შეთავაზების პასუხად, პარტიული სიებისა და თანდართული დოკუმენტაციის ელექტრონულად წარდგენის გადაწყვეტილება...
სენაკში ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
სენაკის მუნიციპალიტეტში, ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის მე-3 საბავშვო ბაღის პროექტის ღირებულება 4 073 214 ლარს შეადგენს. ძველი სენაკის, ლეძაძამეს, ფოცხოს საბავშვო ბაღების, ჯამური ღირებულება 3 800 000 ლარია. პროექტები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს.