საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი პოლიტიკა და პედაგოგთა ანაზღაურება უპრეცედენტოდ გაიზრდება, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. „მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტია მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდება, რის წინაპირობასაც პედაგოგებისთვის ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა წარმოადგენს. სწორედ ამას ემსახურება ახალი სახელფასო სისტემა, რომელიც ითვალისწინებს მასწავლებლის...
სენაკში გიორგი გუგუჩია მოქალაქეებთან მიღებას გამართავს
12 ივნისს, 11:00 საათიდან სენაკში მოქალაქეთა მიღებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია გამართავს. მიღება სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ჩატარდება. მისამართი: ქალაქი სენაკი, ილია ჭავჭავაძის #103 სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოქალაქეთა მიღებები პერმანენტულად ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.
სენაკში, ფესტივალი “სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე” ჩატარდა
"UNESCO Global Network of Learning Cities”-ის პროგრამის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სენაკის სათემო განათლების ცენტრისა და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საქართველოს ფილიალის - ,,თბილისის პროექტთა ბიუროს"ორგანიზებით, ფესტივალი - „სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე“, ქალაქის ცენტრალურ სკვერში, საზეიმოდ გაიხსნა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალზე მისულ სტუმრებს, სხვადასხვა სივრცე და თემატური აქტივობები...
“დაასუფთავე შენი ქალაქი”
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გარემოსდაცვითი კამპანიის ,,დაასუფთავე შენი ქალაქი’’ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა სათათბირო ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივით, დასუფთავების აქცია მოეწყო. დასუფთავდა სადგური ,,სენაკის" სარკინიგზო ხაზი და მის გასწვრივ არსებული ლოკაციები. დასუფთავების აქციას, მერის მრჩეველთა სათათბირო ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან ერთად, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი...
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო პროცესი წელს 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. “საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები კი...
მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის მოწყობა მიმდინარეობს
მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სკურიას უბანში, 474 გრძ.მ-ზე მიმდინარეობს საავტომობილო გზის მოწყობა. პროექტი, რომლის ღირებულება 173 730 ლარს შეადგენს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. ფოტო: სენაკის მერია
ორი ათასამდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება
დღეს მთავრობა განიხილავს განკარგულების პროექტს, რომლითაც ჩვენს ორი ათასამდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “უკვე რამდენიმე წელია, ჩვენს მოქალაქეებს რჩებათ ჯარიმები, რომელთა ამოღება, ჩვენი აზრით, სრულიად არაგონივრული იქნებოდა, აქედან გამომდინარე, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას, ჯარიმების განულებასთან დაკავშირებით....
სენაკი ბავშვთა დღეს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, პირველ ივნისს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საზეიმო და გასართობი ღონისძიებები გაიმართება: 13:00 საათი - ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, სამუსიკო სკოლის სულხან ცინცაძის სახელობის საკონცერტო დარბაზში, გაიმართება კონცერტი: ,,ბავშვები - ბავშვებისთვის"; 17:00 საათიდან 19:00 საათამდე - მოსწავლე- ახალგაზრდობის სკვერში, მერის მრჩეველთა სათათბირო ახალგაზრდული საბჭო მოაწყობს შემეცნებით სივრცეებს,...
შეხვედრა გაიმართა სენაკელ სპორტსმენთან გიორგი ჩხიკვაძესთან და მის მწვრთნელებთან
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ტიტულოვან სენაკელ სპორტსმენს, გიორგი ჩხიკვაძეს და მწვრთნელებს: ამირან დავითაიას და ვალერი მურღულიას შეხვდნენ. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მერმა, სენაკელ ფალავანს, ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვება მიულოცა. 22 მაისს, ბაქოში გამართულ 23...
ზემო ჭალადიდში, რიონზე გადასასვლელი ამორტიზირებული ბორანი ახლით შეიცვალა
ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე რიონზე გადასასვლელი ამორტიზირებული ბორანი ახლით შეიცვალა. ბორანი ერთადერთი სატრანსპორტო საშუალებაა, რომლითაც სოფელი ჭალადიდი სირიაჩქონს უკავშირდება. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, მასშტაბური პროექტები განხორციელდა: ჩატარდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, ბორნისკენ მისასვლელ, სამ კილომეტრამდე გზის მონაკვეთზე, დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი, მოეწყო გარე განათების თანამედროვე სისტემა, ტურისტული სივრცის...