შეხვედრა გაიმართა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებთან

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაცია, მინისტრის პირველი მოადგილე, გურამ მისაბიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, კოტე ბასარია, სენაკის მუნიციპალიტეტის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდნენ. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის...

ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. მიხეილ სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.

ირაკლი ჩიქოვანი სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა

თავდაცვის მინისტრი დასავლეთის სარდლობის სამხედრო ქვედანაყოფების მონახულებას განაგრძობს. ირაკლი ჩიქოვანი სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა ბაზის ინფრასტრუქტურა, ყაზარმები, საცხოვრებელი კორპუსები, მშენებარე ობიექტები, საკლასო ოთახები, ლაზარეთი, სპორტული დარბაზი, ბრიგადის სამხედრო ტექნიკა, განახლებული ავტოპარკი და ტერიტორიაზე მდებარე მუზეუმი დაათვალიერა. "თავდაცვის მინისტრი,...

ჟიული შარტავას 80 წლის საიუბილეო თარიღი აღინიშნება სენაკში

საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 80 წლის საიუბილეო თარიღი აღინიშნება მის მშობლიურ ქალაქ სენაკში. სენაკში დილიდან სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობს. ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინებით შეამკეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლება. შარტვას ბიუსტთან დილიდან მოდიან და პატივს მიაგებენ სენაკელები. დღესვე სენაკში გაიხსნა ეროვნული გმირის ცხოვრებისა და...

ჟიული შარტავას 80 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სენაკში ღონისძიებები გაიმართება

საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას 80 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით სენაკში ღონისძიებები გაიმართება. სენაკის მერია ღონისძიებებს 11:30 დან დაიწყებს. 11:30 საათი – თემატური ღონისძიება – ,,ჟიული შარტავა 80″, ეროვნული გმირის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი გამოფენა – ჟიული შარტავას მუზეუმი. 13:30 საათი – ჟიული შარტავას და აფხაზეთში გმირულად დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი...

ანდრია გუგუნავა, კარატეში, საქართველოს ჩემპიონი გახდა

სენაკის სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის მოსწავლემ, ანდრია გუგუნავამ, ჩემპიონატზე, სადაც ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონის 410 სპორტსმენი მონაწილეობდა, 14-15 წლიანთა ასაკობრივ კატეგორიაში, კარატეში, საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ინფორმაციას სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2024-2025 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, სასკოლო ასაკთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა. კერძოდ, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას...

მუნიციპალიტეტის უხუცეს ქალბატონებს ქალთა დღესასწაულები მიულოცეს

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის უხუცეს ქალბატონებს - 102 წლის ვენერა სალაყაია-ბერაიას, 100 წლის ლენა მხეიძეს, 110 წლის ნათელა გოგიას და 102 წლის ბუჟღუ კანკიას ესტუმრნენ, დედის და ქალთა დღესასწაულები...

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია დღეს, 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge. „საგამოცდო ცენტრები კვლავ გაიხსნება: თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, ხულოსა და ამბროლაურში....

ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების უკეთ დანახვა და ამ საჭიროებებზე დაფუძნებული ადგილობრივი პოლიტიკის ეფექტიანი შემუშავება

ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების უკეთ დანახვა და ამ საჭიროებებზე დაფუძნებული ადგილობრივი პოლიტიკის ეფექტიანი შემუშავება განიხილეს ქალაქ ფოთში გამართულ სამეგრელო-ზემო სვანეთის ინტერმუნიციპალური პლატფორმის IV სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, ნატალია ხუბუამ, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსმა, მზია ბიგვავამ, განყოფილების სპეციალისტმა, სოციალურმა...