საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით, თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ტყირში, მდინარე რიონზე, მასშტაბური ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 3 988 888 ლარს შეადგენს.
მენჯი-“ყავარჯნების სავანედ” წოდებული კურორტი
“მენჯი” მეგრული სიტყვაა და მჟავე წყალს ნიშნავს. სამკურნალო წყლებით ცნობილ ადგილებს სამეგრელოში უწინ ასე მოიხსნიებდნენ – მენჯი სქური, მენჯი ლუგელა, მენჯი ლებარდე… სენაკის მუნიციპალიტეტში მდებარე სამკურნალო მინერალური წყლით ცნობილ ბალნეოლოგიურ კურორტსაც ალბათ ამიტომ ეწოდა მენჯი. თუმცა მას ხალხმა სასწაულმოქმედი თვისებების გამო მეორე სახელიც შეარქვა – “ყავარჯნების სამარე”. კურორტის სამკურნალო...
იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარი
სენაკის იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარი - ტაძარი აიგო 1999-2001 წლებში ფოთელი ეპისკოპოსის გრიგოლის ლოცვა-კურთხევით. ტაძარი აგებულია ეკლარის ქვით, აქვს ორი კარიბჭე, რომლებიც თაღოვანია და მოჩუქურთმებული. ტაძრის გუმბათს ამშვენებს სპილენძისგან ჩამოსხმული 50 კგ. ჯვარი. ფოტო: ინტერნეტი
გვიანი ბრინჯაოს ხანიდან გვიან შუასაუკუნეებამდე მოსაუბრეები
მუზეუმში დაცულია სენაკის რაიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალა, რომლის ქრონოლოგია მოიცავს პერიოდს გვიანი ბრინჯაოს ხანიდან გვიან შუასაუკუნეებამდე. დაფუძნების თარიღი: 1959 წელი. საფონდო ერთეულთა რაოდენობა: 2000-მდე ექსპონატი. მათ შორისაა: მიწის დასამუშავებელი იარაღები, ქვის სანაყები, ბრინჯაოს ხანის ხელცულები, სარტყელები, ნეოლითის პერიოდის სამკაულები, ორგინალური ფორმის საოჯახო დანიშნულების თიხის ჭურჭელი, ანტიკური პერიოდის...
აიადან ნოქალაქევამდე
ნოქალაქევის ყველაზე ადრეული არქეოლოგიური ფენები და აქ აღმოჩენილი ნივთები თარიღდება ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებით. ნოქალაქევი-ციხეგოჯი-არქეოპოლისი ადრე შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელიც დასავლეთ საქართველოში, ქ. სენაკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 17 კმ-ში მდებარეობს. ავტორი წერს: " ნაქალაქარი განლაგებულია მდ. ტეხურის მარცხენა სანაპიროზე, იქ სადაც მდინარე კლდოვანი ხეობიდან გამოდის და მკვეთრად უხვევს აღმოსავლეთით. შედეგად...
შხეფის ციხე – დადიანების “ჯიხა-ოხორ”
ეგრისის (ლაზიკის) სამეფოს სახელთანაა დაკავშირებული შხეფის ციხის ისტორია. მემატიანე ამბობს, რომ შხეფი ამ სამეფოს დაცვის დიდი ჯაჭვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი იყო. მედია წერს: "ეგრისის სამეფო მტერს ძირითადად სამხრეთიდან ან დასავლეთის მხრიდან – ზღვიდან ელოდა. აქედან მოსულ მტერს კოლხეთის დაბლობზე თუ ვერ შეაჩერებდნენ, მაშინ ჩრდილოეთით იხევდნენ და მთებს აფარებდნენ თავს. მაგრამ...