საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაფინანსებით, თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ტყირში, მდინარე რიონზე, მასშტაბური ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 3 988 888 ლარს შეადგენს.
საქართველოში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო
საქართველოში, B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო – პაციენტები პროგრამით უფასოდ ისარგებლებენ. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფომაციით, პროგრამის პირველ ეტაპზე, პაციენტები B ჰეპატიტზე ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან. მკურნალობას კი სექტემბრიდან დაიწყებენ. “პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან, სრულად ანაზღაურდება პაციენტების სკრინინგი, მკურნალობაში ჩასართავად და მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები,...
“იცხოვრე, ვიდრე ცოცხალი ხარ…”
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, დღეს, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე, სპექტაკლი - “იცხოვრე, ვიდრე ცოცხალი ხარ...” წარადგინა. სევდიან კომედიაში მონაწილეობენ რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობები: მარინა კახიანი, სოსო აბრამიშვილი, ლევან ბერიკაშვილი, მანანა გამცემლიძე, თენგიზ გიორგაძე, ნინო თარხან-მოურავი, ბაჩი ლეჟავა, მარიტა მესხორაძე, დარეჯან...
ნაფეტვარიძის ქუჩაზე მრავალბინიანი კორპუსების ფასადის მშენებლობა მიმდინარეობს
სენაკის მუნიციპალიტეტის მერია ნაფეტვარიძის ქუჩაზე, ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ფასადის, სახურავის და ეზოების კეთილმოწყობის პროექტს ახორციელებს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცით, პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება საცხოვრებელი კორპუსების სახურავები, აივნები, შიდა კიბეები, ასევე სრულად გამოიცვლება კარ-ფანჯარა, კეთილმოეწყობა საცხოვრებელი კორპუსების ფასადები და ეზოები. მიმდინარე სამუშაოებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, პირველ მოადგილესთან, ბადრი...
სენაკში ახალი სანიაღვრე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს
სენაკში, ფოთის ქუჩაზე, ახალი სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, 130 გრძივ მეტრზე, ეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა, ღირებულებით - 76 725 ლარი.. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სანიაღვრე სისტემის მოწყობის პროექტები, პარალელურად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს შემდეგ ლოკაციებზე: ძველი სენაკის ადმინისტარციულ ერთეულის სოფელ კოტიანეთში, საარახამიოს უბანში - მიმდინარეობს გაბიონის მოწყობის და...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოქალაქეებს მიმართავს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. “გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია უცხო სატელეფონო ნომრებიდან, მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის ფაქტების თაობაზე, რომლითაც, შეტყობინების გამგზავნი პირები, მონაცემთა სუბიექტებს აწვდიან ინფორმაციას გზავნილის საწყობში მიღებასთან და მისამართის ცვლილების საჭიროებასთან დაკავშირებით. ამასთან, მოკლე ტექსტური შეტყობინებების ბოლოს, მითითებულია ბმული, რომელზე გადასვლის შემთხვევაშიც, მონაცემთა სუბიექტებს თხოვენ მათი პერსონალური...
სოციალური პროგრამის ფარგლებში, სენაკის მერია, 9 მოქალაქეს დაეხმარება
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში შექმნილი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე, ნანა ზარანდია უძღვებოდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში შექმნილი კომისია, 9 მოქალაქეს დაეხმარება. "პროგრამა, მიმდინარე წელს...
საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა მუნიციპალიტეტის მერიაში
დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს (https://facebook.com/61560016063038) ინიციატივითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილების, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და წარმომადგენლების ასისტენტებთან, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო...
“იცხოვრე, ვიდრე ცოცხალი ხარ”
16 ივლისს, 18:00 საათზე, რუსთაველის ეროვნული თეატრი, წარმოადგენს სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე, სპექტაკლს "იცხოვრე, ვიდრე ცოცხალი ხარ". სპექტაკლის რეჟისორი, მხატვარი და მუსიკალური გამფორმებელი გახლავთ ჰაკოფ ღაზანჩიანი. ქორეოგრაფი კოტე ფურცელაძე, რეჟისორის თანაშემწე ციცინო გვაზავა. სპექტაკლი ეხება, "ცნობილ ქართველ მომღერალს, რომელიც წლების წინ დიდი პოპულარობით სარგებლობდა სამშობლოში,...
“აბასთუმნის ფილტვის ცენტრში” მოქალაქეებს შეეძლებათ მრავალპროფილური სარეაბილიტაციო მომსახურება ჩაიტარონ
"აბასთუმნის ფილტვის ცენტრში", სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოწყვლადი ჯგუფები, შეძლებენ სრულიად უსასყიდლოდ ჩაიტარონ 20 დღიანი მრავალპროფილური სარეაბილიტაციო მომსახურება. პროგრამა შეეხება: მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირებს; სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებს; ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საინფორმაციო ბაზაში რეგისტრიტრბულ ომისა და...