ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კვაუთში, 2 602 გრძ.მ-ზე, საავტომობილო გზის ასფალტირების პირველი ეტაპი დასრულებულია. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი, რომლის ღირებულება 1 288 949 ლარს შეადგენს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნულ ლოკაციაზე, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ათეული წლების შემდეგ, პირველად, განხორციელდა.
გულშემატკივრებს ეროვნული ნაკრების თამაშების ყურება დიდ ეკრანზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სკვერში შეეძლებათ
დღეს, 20:00 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სკვერში, დიდ ეკრანთან, გულშემატკივრებს ეროვნული ნაკრების თამაშების ყურება შეეძლებათ. 19:00 საათიდან კი გაიმართება საზეიმო მსვლელობა ქალაქის ქუჩებში.
სენაკში ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო მოედნის მშენებლობის პროცესი დასრულდა
სენაკის ცენტრალურ სტადიონის მიმდებარედ ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო მოედნის მშენებლობის პროცესი დასრულდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება ნახევარი მილიონი ლარია და ის სრულად ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა. განხორციელებულ პროექტს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და სენაკის მერი ვახტანგ გადელია გაეცნენ. სენაკის მუნიციპალიტეტში ასევე დასრულდა მინი სპორტული მოედნების მოწყობა თეკლათისა და...
ამოქმედდება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი პოლიტიკა და პედაგოგთა ანაზღაურება უპრეცედენტოდ გაიზრდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი პოლიტიკა და პედაგოგთა ანაზღაურება უპრეცედენტოდ გაიზრდება, – ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. „მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტია მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდება, რის წინაპირობასაც პედაგოგებისთვის ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა წარმოადგენს. სწორედ ამას ემსახურება ახალი სახელფასო სისტემა, რომელიც ითვალისწინებს მასწავლებლის...
სენაკში გიორგი გუგუჩია მოქალაქეებთან მიღებას გამართავს
12 ივნისს, 11:00 საათიდან სენაკში მოქალაქეთა მიღებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია გამართავს. მიღება სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ჩატარდება. მისამართი: ქალაქი სენაკი, ილია ჭავჭავაძის #103 სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოქალაქეთა მიღებები პერმანენტულად ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.
სენაკში, ფესტივალი “სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე” ჩატარდა
"UNESCO Global Network of Learning Cities”-ის პროგრამის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სენაკის სათემო განათლების ცენტრისა და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საქართველოს ფილიალის - ,,თბილისის პროექტთა ბიუროს"ორგანიზებით, ფესტივალი - „სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე“, ქალაქის ცენტრალურ სკვერში, საზეიმოდ გაიხსნა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალზე მისულ სტუმრებს, სხვადასხვა სივრცე და თემატური აქტივობები...
“დაასუფთავე შენი ქალაქი”
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გარემოსდაცვითი კამპანიის ,,დაასუფთავე შენი ქალაქი’’ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველთა სათათბირო ახალგაზრდული საბჭოს ინიციატივით, დასუფთავების აქცია მოეწყო. დასუფთავდა სადგური ,,სენაკის" სარკინიგზო ხაზი და მის გასწვრივ არსებული ლოკაციები. დასუფთავების აქციას, მერის მრჩეველთა სათათბირო ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან ერთად, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი...
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო პროცესი წელს 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. “საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები კი...
მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის მოწყობა მიმდინარეობს
მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სკურიას უბანში, 474 გრძ.მ-ზე მიმდინარეობს საავტომობილო გზის მოწყობა. პროექტი, რომლის ღირებულება 173 730 ლარს შეადგენს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. ფოტო: სენაკის მერია
ორი ათასამდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება
დღეს მთავრობა განიხილავს განკარგულების პროექტს, რომლითაც ჩვენს ორი ათასამდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “უკვე რამდენიმე წელია, ჩვენს მოქალაქეებს რჩებათ ჯარიმები, რომელთა ამოღება, ჩვენი აზრით, სრულიად არაგონივრული იქნებოდა, აქედან გამომდინარე, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას, ჯარიმების განულებასთან დაკავშირებით....