სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, დევნილთა და ეკომიგრანტთა განაცხადების მიღება იწყება

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, “განსახლებულ დევნილთა და ეკომიგრანტთა ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განაცხადების მიღება იწყება. უწყების ცნობით, სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ხელის ტრაქტორებს, სხვადასხვა სახეობის მრავალწლიან კულტურებს, სასოფლო-სამეურნეო, სურსათის წარმოებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს. “პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, იძულებით გადაადგილებული...

11-13 მარტს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11-13 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. “თბილისში 11-13 მარტს მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 11-13 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში...

 სენაკში, “უკანასკნელი თოლიას” პრემიერა გაიმართა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა სახალხო თეატრ-სტუდია "მოდი ნახეს” დასმა წარადგინა მსახიობისა და რეჟისორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია “მოდი ნახეს” დირექტორის, გიორგი ჭანტურიას სადებიუტო სპექტაკლი - "უკანასკნელი თოლია”. სენაკის მუნიციაპლიტეტის მერიის ინფორმაციით, მიხო მოსულიშვილის პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში...

მომდევნო დღეებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. “თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) თბილი...

სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 10 მარტს დაიწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2025-2026 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა.  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლიდან, სურვილის შემთხვევაში, პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვებიც, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.  რეგისტრაციის ვადები:  I ეტაპი – რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2025წლის 10მარტიდან...

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 5 მარტს დაიწყება

2025 წლის რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 5 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება და 2 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ნინო წერეთელმა ბრიფინგზე ისაუბრა. “წელსაც ცენტრის მთავარი რჩევა გამოსაცდელებისათვის იქნება, რომ დეტალურად გაეცნონ რეგისტრაციის ინსტრუქციას და, რაც მთავარია, განსაკუთრებული ყურადღება...

სენაკში გურამ გაბესკირიას ხსოვნას პატივი მიაგეს

2 მარტი, საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბესკირიას დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ბადრი ქუთელიამ, მერის მოადგილემ, ნანა ზარანდიამ, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ედიკა ბერაიამ, პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული საქართველოს ეროვნული გმირის, გურამ გაბესკირიას ხსოვნას და ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. ეროვნულ გმირს, დღეს, 78 წელი...

დღეს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი სრულდება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, უკანონო ნადირობის პრევენციის მიზნით, 1 მარტიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ. დეპარტამენტი ნადირობის მოყვარულებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონით დაწესებული ვადები. უწყების ცნობით, აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, კანონის დამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციები იმოქმედებს. რიგ შემთხვევაში,...

გარემოს ეროვნული სააგენტო 28 თებერვალს და 1-2 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 თებერვალს და 1-2 მარტს ღამის საათებში საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება: დასავლეთ საქართველოს დაბლობში -5, -10 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -12, ქვეყნის მთიან რაიონებში -13, -18, მაღალმთიან ზონაში -18, -23 გრადუსამდე. “დასავლეთ საქართველოს გზებზე ნარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, ხოლო...

სენაკში დიდთოვლობასთან დაკავშირებით შექმნილია ცხელი ხაზი

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში, სტიქიასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი ამოქმედდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, 24 საათის განმავლობაში დარეკონ ცხელ ხაზზე: 598 27 67 36 599 85 04 19 599 17 14 10