საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, სამეგრელოს რეგიონში გაზიფიცირების სამუშაოებს აწარმოებს. 6 მუნიციპალიტეტის: აბაშის, სენაკის, მარტვილის, ჩხოროწყუს, ზუგდიდისა და ხობის 27 დასახლებულ პუნქტში პროექტის ფარგლებში აშენდება 343 648 გრძივი მეტრი გაზსადენი და 4 687 აბონენტი შეძლებს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფის...
მოსახლეობას მოუწოდებენ ტყეში დაიცვან უსაფრთხოების წესები და დადგენილი აკრძალვები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში დაიცვან უსაფრთხოების წესები და დადგენილი აკრძალვები. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. “ზაფხული, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკუთრებით ხანძარსაშიში პერიოდია. შესაბამისად, გაზრდილია ტყის ხანძრების რისკები. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა...
გარემოს ეროვნული სააგენტო: შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმაშია
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, გასულ კვირას განხორციელებული კვლევების შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის სინჯებში ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები ნორმის ფარგლებშია. უწყების ცნობით, ინფორმაცია საჯარო და გამჭვირვალეა. “როგორც ცნობილია, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს...
დღეს, ერთიანი ეოროვნული გამოცდები დაიწყო
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრირებულია გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა – 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი. 2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში,...
სენაკში დასრულდა სამოქალაქო ბიუჯეტირების კენჭისყრა
სენაკის მუნიციპალიტეტში დასრულდა სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე კენჭისყრის ეტაპი. საკითხთან დაკავშირებით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში შექმნილი კომისიის წევრებს: საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსს, დონარა ალანიას; ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს, ნანა ზარანდიას; განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსს, გივი მისაბიშვილს; სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის...
საბავშვო და ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს სასკოლო ნივთები გადაეცათ
სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების 27-ვე საბავშვო და ბაგა-ბაღის სასკოლო ასაკის 377-მა აღსაზრდელმა, მუნიციპალიტეტის მერისგან და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებისგან, საჩუქრად, სასკოლო ნივთები მიიღო. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, მოადგილესთნ, ლევან ელიავასთან და სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების დირექტორთან, ალექსანდრე ჯანჯღავასთან ერთად, სკოლამდელი აღზრდის სექტორის ყველა თანამშრომელს, გაწეული საქმიანობისა...
ძაღლის გასეირნების წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება
პარლამენტმა 76 ხმით, მესამე მოსმენით, “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმად, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარით, ნაცვლად 20 ლარისა. წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარით, ნაცვლად 50 ლარისა. ასევე,...
მერია: სენაკში სტიქიის ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი დასრულებულია
სენაკის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი დასრულებულია. ქალაქად და სოფლად, დარჩენილი ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად მიმდინარეობს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ედიკა ბერაიასთან, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, ეკატერინე კიზირიასთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს სტიქიის შემდეგ ობიექტებზე...
გამოცდები 2023 – ის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დაიწყო
აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ. “შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს გამოსაცდელებს, რომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა. ბარათზე მოცემულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. ცენტრი...
სენაკში დავით კილასონიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ბავშვთა სარაგბო ფესტივალი გაიმართა
საქართველოს რაგბის კავშირის, სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების ორგანიზებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 17-18 მაისს, სენაკში, "ეგრისის" ცენტრალურ სტადიონზე, დამსახურებული სპორტსმენის, საქართველოს რაგბის დამოუკიდებელი ფედერაციის ფუძემდებლის, სენაკის საპატიო მოქალაქის, დავით კილასონიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ბავშვთა სარაგბო ფესტივალი გაიმართა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცით, ფესტივალში მონაწილეობდნენ: სენაკის, ქუთაისის, ფოთის, ზუგდიდის, ბათუმის, ქობულეთის, ჩაქვის,...