სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, ღვაწლმოსილ სენაკელ ქალბატონს, დამსახურებულ ექიმ-პედიატრს, დარეჯან სორდია-თოლორდავას - ხანგრძლივი, ნაყოფიერი პროფესიული მოღვაწეობის, მედიცინის სფეროსა და საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის, სენაკის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინორმაციით, მუნიციპალიტეტის მერმა, საპატიო მოქალაქის სიგელი დარეჯან თოლორდავას ვაჟს, ანსამბლ ,"შვიდკაცას" წევრს, ლევან თოლორდავას გადასცა.
სენაკის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში საბავშვო ბაღის ასაშენებლად ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ბაღების მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში 13 ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერები გამოაცხადა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადინისტრაციის ინფორმაციით, გამოცხადებული ტენდერების ჯამური ღირებულება დაახლოებით 16.9 მილიონი ლარია. ტენდერი გამოცხადდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში – ოქტომბერში,...
ჟიული შარტავას ხსოვნას პატივი მიაგეს
7 მარტს, საქართველოს ეროვნული გმირის, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის - ჟიული შარტავას მშობლიურ ქალაქში, სამშობლოსთვის თავდადებული მამულიშვილის ბიუსტი გვირგვინებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ეროვნული გმირის ცხოვრებასა და მოწამეობრივ აღსასრულს მიეძღვნა ფოტოგამოფენები, ჟიული შარტავასა და მისივე სახელობის მუზეუმებსა და ქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებებში,...
ცესკო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა შესარჩევი კონკურსის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
29 აპრილს გასამართი შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისათვის საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიებში საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისა და წევრების შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს. როგორც დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, ათივე საოლქო საარჩევნო კომისიამ საერთო ჯამში უნდა აირჩიოს საუბნო საარჩევნო კომისიების 1 312...
სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში სენაკის მუნიციპალიტეტმა მონაწილეობა მიიღო
ფოთში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-ის სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონალური ეტაპი დაიწყო. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ დამტკიცებული კალენდრის მიხედვით, შეჯიბრება გაიმართა 3x3 კალათბურთში, როგორც გოგონათა, ასევე, ვაჟთა შორის. სენაკის მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობა მიიღეს ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპის გამარჯვებულებმა - პირველი საჯარო სკოლის გოგონათა და მეორე...
სენაკის მერმა დედის დღე 3 მარტს მოვლენილი ახალშობილების დედებს მიულოცა
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, დედის დღე, 3 მარტს მოვლენილი ახალშობილების დედებს, კლინიკა "სენამედში" მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. "გაზაფხულის შემობრძანებას და დედის დღეს გილოცავთ, ძვირფასო დედებო. ეს დღე მინდა მივულოცო ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების დედებს, მეუღლეებს, ჩვენს უხუცესებს, სენაკის საპატიო მოქალაქე ქალბატონებს, ყველა დედას, ჩვენს მრავალშვილიან დედებს, სხვადასხვა...
დღეს, გურამ გაბესკირიას 76 წელი შეუსრულდებოდა
დღეს, საქართველოს ეროვნულ გმირს, სოხუმის მერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს წევრს, გურამ გაბესკირიას, 76 წელი შეუსრულდებოდა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, საბა ოდიშარიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ეროვნული გმირის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს 29 აპრილის არჩევნებისთვის აკრედიტაცია/რეგისტრაციის ვადებს შეახსენებს
29 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამომრჩევლები აირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი - სენაკი - ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს. არჩევნების დანიშვნის შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო რეჟიმზე გადავიდა და საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკების შესაბამისად...
პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ვადები და პირობები განსაზღვრა. I ეტაპი – რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, 2023 წლის 6 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით, სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები. პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო...
1 მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ 28 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება და 1 მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება. “აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, კანონის დამრღვევი პირის მიმართ შესაბამისი საჯარიმო სანქციები იმოქმედებს. რიგ შემთხვევაში, მოხდება მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია; ასევე, კანონის თანახმად, შესაძლოა, პირს...