ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები დაამუქონ 60 პროცენტამდე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. “მიმდინარე წლის 3 ივლისიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების თანახმად ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე,...
გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მიმართავს
ხვალიდან, 3 ივლისიდან, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, რომ გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ, ასევე თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი. “გამოცხადდით გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას; თან...
დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).
გიორგი ჭანტურია, ჩეხეთში, ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება
სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერის მოადგილე, ნანა ზარანდია და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი, გივი მისაბიშვილი, წარმატებულ სენაკელ მოჭადრაკეს, სასპორტო გაერთიანების სასპორტო სკოლის მოსწავლეს, გიორგი ჭანტურიას და მწვრთნელ-მასწავლებელს, მერაბ ჯღამაძეს შეხვდნენ, მოჭადრაკეს მოპოვებული გამარჯვებები მიულოცეს და ევროპის ჩემპიონატზე, წარმატებები უსურვეს. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გიორგი ჭანტურია,...
საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირებას იწყებს
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველთა ინფორმირების შემდეგ ეტაპზე გადადის და ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, „ელექტრონული არჩევნების საყოველთაო დემონსტრირება“ მიმდინარე წლის 6 ივლისიდან განხორციელდება და მისი მიზანია საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. „ამომრჩეველთა ინფორმირების...
ხვალიდან წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ივნისის დღის ბოლოდან 26 ივნისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება...
დღეიდან შესაძლებელია საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეიდან შესაძლებელია საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აბიტურიენტებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისათვის, მაგისტრანტობის კანდიდატებისა და მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრირებულებისათვის. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს, რომ გამოცდებზე დაშვების აუცილებელ პირობაა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა. „ბარათზე მოცემულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის...
ლეძაძამეში საავტომობილო გზის ასფალტირების პირველი ეტაპი დასრულდა
ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კვაუთში, 2 602 გრძ.მ-ზე, საავტომობილო გზის ასფალტირების პირველი ეტაპი დასრულებულია. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი, რომლის ღირებულება 1 288 949 ლარს შეადგენს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. აღნიშნულ ლოკაციაზე, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ათეული წლების შემდეგ, პირველად, განხორციელდა.
გულშემატკივრებს ეროვნული ნაკრების თამაშების ყურება დიდ ეკრანზე მოსწავლე-ახალგაზრდობის სკვერში შეეძლებათ
დღეს, 20:00 საათზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სკვერში, დიდ ეკრანთან, გულშემატკივრებს ეროვნული ნაკრების თამაშების ყურება შეეძლებათ. 19:00 საათიდან კი გაიმართება საზეიმო მსვლელობა ქალაქის ქუჩებში.
სენაკში ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო მოედნის მშენებლობის პროცესი დასრულდა
სენაკის ცენტრალურ სტადიონის მიმდებარედ ხელოვნურსაფარიანი სათადარიგო მოედნის მშენებლობის პროცესი დასრულდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება ნახევარი მილიონი ლარია და ის სრულად ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა. განხორციელებულ პროექტს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და სენაკის მერი ვახტანგ გადელია გაეცნენ. სენაკის მუნიციპალიტეტში ასევე დასრულდა მინი სპორტული მოედნების მოწყობა თეკლათისა და...