სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ რუსთავში, ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში, 13-14 აპრილს გამართულ საქართველოს პირველობის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, სენაკელმა სპორტსმენებმა საქართველოს ჩემპიონის ტიტულები მოიპოვეს. ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო - ასეთია სენაკელ სპორტსმენთა შედეგები. 72 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ჩვენმა წარმატებულმა სპორტსმენმა გიორგი ჩხიკვაძემ, რომელმაც საერთაშორისო და რესპუბლიკურ ჩემპიონატებზე, არაერთგზის ასახელა...