კორონავირუსით გარდაიცვალა სენაკის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, 55 წლის მამაკაცი, რომელიც მკურნალობის კურსს რუხის საავადმყოფოში გადიოდა. ინფორმაციისთვის, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 547 ახალი დადასტურებული შემთხვევა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 131 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 298 807-მდე. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალა 18 პაციენტი.